ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2022


მესენჯერი სული

" ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს ეს ნახატი, მე არ ვარ ილუსტრატორი, ვიყენებ სურათებს, რომლებიც ჩემს წინ ჩანს. პიკასოს შემდეგ ვიმეორებ, რომ ნაწარმოების შინაარსის ახსნა არ არის ჩემი ამოცანა, ეს არის მაყურებლის ამოცანა. ჩემი თითოეული ნამუშევარი გაყინული ოცნებაა. სურათები და ლეგენდები ჩნდება ჩემი ქვეცნობიერიდან, ჩემი წარმოსახვის სამყაროდან. მე მაყურებელს ვუწვდი  ვიზუალურ შეტყობინებებს, რომელთაგან თითოეული ჩემზე დიდია და ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, ღვთის მაცნე ვარ, უარეს შემთხვევაში - დაცემული ანგელოზი. "

სულელო წადი! შენი ჯერია!
სულ გევლოს! უფრთოდ რა ვქნა ვერ ვმგზავრობ.
თუ სული ხორცის "მესენჯერია "
ის უნდა მიწას გადაეგზავნოს.

ტრიალებს ტყვია და ჩემი ბედი,
მესენჯერ სულით ვრჩები ნასვამი;
რომელიც ყველა კარებში შედის
შედის ელექტრო ბებიასავით.

სიჩუმესა და დიეზს შუა ვარ,
მეხსიერების მე ვარ ბარათი.
ასე მგონია იეშუა ვარ,
ხელში ლუდით და გაბაგამათი.

ჩემი სიდიდით, სიგრძე - სიგანით
მე ვეღარ ვუსმენ ცის სიმთა ხედვებს.
გაფიცვაშია სულის სიგვამე,
როგორც სიგიჟე და სითავხედე!

გონებავ, უხვად მოდი ლიანით,
კუბოზე კაწრავს კაკუნს მუმია.
მე ვარ ახალი მოდილიანი
და რაც დავხატე ვაკუუმია!

მე მივცემ კივილს, მივცემ სულს ტილოს,
ის სავსე ახალ საგის მზეთია.
ასე მგონია მე ვარ უტრილო
და მიწა ჩემი საგიჟეთია!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები