ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარ
ჟანრი: თარგმანი
10 აგვისტო, 2022


Emily Dickinson - When Diamonds are a Legend (397)

ემილი დიკინსონი - აწ ლეგენდებმა დაისაკუთრეს (397)

აწ ლეგენდებმა დაისაკუთრეს
ანდამატები, ოქროს ჯიღები;
ვთესავ გულსაბნევს, ძვირფას საყურეს
და იმედი მაქვს სარფის მიღების, 

თუმც არ განთქმულა ჩემი სახელი,
ჩემს შეთხზულ ლექსებს ვრაცხავ ზაფხულად -
დედოფალია ერთხელ მნახველი,
ერთხელ პეპელამ მოინახულა.

10 აგვისტო, 2022 წ.



Emily Dickinson - When Diamonds are a Legend (397)

When Diamonds are a Legend,
And Diadems – a Tale –
I Brooch and Earrings for Myself,
Do sow, and Raise for sale –

And tho' I'm scarce accounted,
My Art, a Summer Day – had Patrons –
Once – it was a Queen –
And once – a Butterfly –

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები