მესმის იმის, ვისაც ესმის. მესმის, - ვისაც არა ესმის. ხან რომ ესმის, ხან რომ არა, ესეც მესმის.
მაგრამ სულ სხვა არის "ვიგებ". განა ვიცი? სადღაც ვხვდები, თავს თუ არ დავკარგავ, ვერ ვიპოვი, ვერ შევირგებ.
მესმის თქვენიც, რისი თქმა მსურს რომ ვერ იგებთ. გაგება ხომ მეც კი მიჭირს, თუმცა მესმის, კარგად მესმის, იმ ფარვანის, ცეცხლს რომ მისცა ფრთები. რატომ ელტვის შეუცნობელს, ან რა იცის? რომ სიცოცხლე... რომ სიცოცხლე... - "სიცოცხლეა არაფერი!"
ვერას ვიგებ ვერც თევზისას, თუმცა მისიც კარგად მესმის. თუ ამყოფებთ, - გინდა პეშვით, გინდა რვალით, გინდა ჭურჭლით გამჭვირვალით, წამითაც არ აღელდება. არც ტბა, არც ზღვა, არც მდინარე, - საკმარისი პირობა და სიცოცხლეა მისთვის წყალი.
რისი თქმა მსურს მეც არ ვიცი, ვდგავარ ონტოლოგიურის კართან, ფარვანას კი ვემსგავსები, მაგრამ ძნელად, თევზი ვარ და...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოა.საერთოდ მიყვარს ასეთი რიტმით ნაწერი.მომეწონა.5 საინტერესოა.საერთოდ მიყვარს ასეთი რიტმით ნაწერი.მომეწონა.5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|