ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2022


თავნება



მნიშვნელოვანი უცოდუნრობა გასაკვალისკენ მიერეკება
მცირე ჯგუფებს და ფართო ინტერესს,
დანარჩენი კი თან მიჰყვება უარყოფისთვის,
უფრო მეტად კი უნდობლობის ზარ-ზეიმით ეხმიანება.
სიცოცხლის რიტმზე იმდენია დამოკიდებული,
რამდენსაც მისი უდიერად შემფასებელი
ირწმუნებს ეჭვით და გაიხუმრებს
-ვინ შემეკითხა დაბადება მინდოდა თუ არ?
თავისუფალი არჩევანის წმინდა მარცვალი
ჯერ არსაიდან ჩამოვარდნილა.
სიტყვა უდიერს დროებითი უმნიშვნელობით
გადავანაცვლებ,
ჯერ არ დაწერილ მიმდევრობისკენ წინადადების
და მოვუწოდებ შემფასებელს
იმაზე ფიქრით კი არ გათავდეს,
რატომ არ ჰკითხა ვინმემ რა სურდა დაბადებამდე,
სხვისივე ნების წინააღმდეგ წასვლის გზა ნახოს,
იპოვოს ძალა დაფიქრების,
წარმოიდგინოს, ან გაახსენდეს
მართლაც რომ წაყლში, ვაკუუმში ეკითხათ მისთვის
-დაიბადები?
როგორ შეძლებდა ეპასუხა ცალსახად, მტკიცედ?
თუ ღრმად ფიქრისთვის დროს მოითხოვდა?
ანდაც საერთოდ სად ჰქონდა ტვინი?
თუ დამბადებლის უტვინობას აღიარებს ახლაც ჯიუტად?
ვინ აწყვეტინებს მნიშვნელოვან საკითხს უჭკუოს?
თუ ახლანდელი განწყობაა დამაბნეველი,
ან უბრალოდ ისე სასტიკი,
რომ იშვერს ენას უსაშველოდ, ზანტად და უხმოდ,
სწორედ იმ მხარეს საიდანაც დაუსრულებლად, უსამართლობის მხურვალება დღემდე ამოდის
და ღიმილს იწვევს თავისივე გამურულ თავში.
დაბადებით ხომ ერთმანეთსაც ვუყარაულეთ, ვუდარაჯეთ, თუ ვუავკაცეთ?
უსამართლობის წრიულ შრეებს ისე შევეხეთ,
როგორც ვაგონი ვიწრო ლიანდაგს
და გავეშურეთ სხვადასხვა მხარეს.
თუ ცოცხალი ხარ,
სხვისი ნების წინააღმდეგ წასვლის გზა ნახე,
რომელმაც უნდა დაგიტიოს ყველანარად.
ან გამოცოცხლდი…

10 აგვისტო 2022 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები