 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2022 |
ხასხასა მწვანე აკრობატო, რა დაგრჩენია ამ ქალაქში, ბუღსა და მტვერში, მანქანების გამონაბოლქვში, ათასჯერ აყრილ და ამდენჯერვე დაგებულ ასფალტზე? გუშინ საღამოს, როცა მაღაზიაში შევდიოდი, მოწყენილობისგან გაბრუებულს, ცხვირწინ ჩამიქროლე, საუცხოო „სალტო-მორტალეთი“ და განათებულ ვიტრინას მიასკდი, მე კი, შურით ავივსე, რომ შენსავით ხტომა არ შემეძლო! თვალის ერთ დახამხამებაში მოწყდი იქაურობას, თითქოს რაიმე მოულოდნელი საფრთხე გეგრძნოს და გაფრინდი, მაგრამ, ვინ იცის, საითკენ?! მშვიდობით, მოულოდნელად გამოჩენილო, სწორფრთიანო, მწვანე კალიავ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საუკუნეა არ მინახავს და გადავაწყდი გუშინწინ :)) მიხარია, რომ გიხარია <3 საუკუნეა არ მინახავს და გადავაწყდი გუშინწინ :)) მიხარია, რომ გიხარია <3
1. მიხარია რომ გხედავ, მარა ეს კალიები საიდან მოიყვანე, (კალიების შემოსევა იყო ერთ ზაფხულს თბილისში და ო ,ო და რამხელა კალიები იყო იცი?!) მიხარია რომ გხედავ, მარა ეს კალიები საიდან მოიყვანე, (კალიების შემოსევა იყო ერთ ზაფხულს თბილისში და ო ,ო და რამხელა კალიები იყო იცი?!)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|