ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 აგვისტო, 2022


William Blake - To Tirzah

უილიამ ბლეიკი - თირზას

„რა გინდა ჩემგან, დედაკაცო?“ (იოანე 2:4)

სუყველა მოკვდავს წუთისოფელში,
უცილობელი კვდომა მოელის,
თუმც ხსნა აღდგომით ჩვენთვის დადგინდა,
მაშ, დედაკაცო,  ჩემგან რა გინდა?

შენ, სირცხვილის და კვეხნის ნაგრამო,
დილით თუ სუნთქავ, კვდები საღამოს;
კვდომა ბურანით ცვალა წყალობამ,
შრომობ, ქვითინებ და გსურს წამლობა.

დედავ, მოკვდავის მერგო პატივი,
მკერდში ჩამიდგი გული სასტიკი,
ყალბი ცრემლებით თავმოტყუების,
დამიხშე ნესტო, თვალნი, ყურები, 

დამასაჩუქრე ენაბრგვილობით,
სიკვდილი მომსპობს ჟამის შვილობილს;
ქრისტემ დამიხსნა, როცა აღდგინდა,
მაშ, დედაკაცო,  ჩემგან რა გინდა?

29 აგვისტო, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  https://en.wikipedia.org/wiki/To_Tirzah

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები