მადლიერი ვარ უფალო, რომ გამაჩინე ქართველად... თუმც ვარ უხმლოდ და უფაროდ, მტერმა ვერასდროს გამთელა!
მჯერა: არასდროს გაგვწირავ, დღემდე მაქვს შენი იმედი, დედამ მიმღერა ნანინა, ტაძრამდე რწმენით მივედი.
მკერდქვეშ რომ მიძგერს ჯერ კიდევ, სიკეთით სავსე გულია... მინდა სოხუმში შევიდე, მე ფსოუს წყალიც მწყურია.
უფალო, გემუდარები: მოგვმადლე მადლი წყალობის, რომ კვლავ აივსოს ბანები ცეკვა - სიმღერით, გალობით.
რომ კვლავ ისმოდეს ტაძრებში ქართული წირვა - ლოცვები, ვიყო დადებით განცდებში გულნაჯერები ოცნებით.
განცდა მაქვს მადლიერების, რომ გამაჩინე ქართველად... მტერი ვერაფერს დამაკლებს, ვერც ვერასოდეს გამთელავს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|