ზღვიდან ნაპირზე ღრიალი ყრია, ზღვა მართალია! ვინმე იჯერებს? დღეს ღმერთი უფრო იარლიყია გულით, რომ დააქვთ თინეიჯერებს. დღეს ღმერთი უფრო კომფორტულია, ღმერთი რომელიც ახლაც მუხლს უხვევს. ტყუის სიმართლე და თან მტრულია, პეპლებად ფრენა უნდათ მუხლუხებს. ზღვა ხელოვნების ულევ ინტიმს, აქტს, სხვა სიხშირეზე გადაიბირებს... ბავშვებთან ღამე მოდის ინსტიქტი და მათ ფეხებზე ჩუმად ვიბრირებს... მთელი კოსმოსი და ამ ბურღულ ტვინს კრებდნენ ბავშვები ნავსებ ტვინებით. წვიმის იმპულსზე დადის ბურუსი დაუსრულებელ გასეირნებით. ჩვენ თავად ვქმნიდით სათამაშოებს, ტვინში ქარს რწმენა ორპირს უტენის. წიგნიერება დღეს ბევრს აშორებს და თვითონ ხდება კომპიუტერი. შიშით ჩაფხუტებს, არ ვატარებდით, ველოსიპედზე მყარად ჯდომის დროს. გამოყვანილი დღეს პატარები... ჰგვანან სათბურის ლამაზ პომიდორს. არც ტელეფონი და არც დივიდი, ჩვენ არ გვქონია და ვირჩეოდით... მეგობრობით და სულის სიდიდით, ნამდვილ სიყვარულს, რომ მივჩვეოდით. ზღვიდან ნაპირზე ღრიალი ყრია, ზღვა მართალია! ვინმე იჯერებს? დღეს ღმერთი უფრო იარლიყია გულით, რომ დააქვთ თინეიჯერებს. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2022 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|