ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2022


ჩემი სუნთქვა შენს ფილტვებთან ჩერდება

ჩემი სუნთქვა შენ ფილტვებთან ჩერდება"

ვჯდები კედელთან...
(ამ ბოლო დროს ასე დამჩემდა)...
შენთვის არავინ...
სხვისთვის სუნთქვა...
ვისთვის პოეტი...
და როცა გრძნობა შენი გულის მცველად მარჩევდა,
მან არ იცოდა ალბათ შენთვის, რომ ვიბრძოლებდი.

ასე ჩვეული საქციელით ვმერყეობ დიდხანს,
როცა გიყურებ შენ ღამისფრად, როგორ მოხაზე,
მთელი ოთახი
(დედამიწა) სამხრეთის მხრიდან,
რადგან უშენო სივრცის გამო მომდის ლოყაზე,

ცხელი ცრემლები,
რომლებითაც ვყრი სადარდებელს,
ღამის უჯრაში, საიდანაც ჟონავს სიცივე,
დიდი ხანია ჩემ ქუჩაზე სხვა მატარებელს,
ვეღარც კი ვამჩნევ, რადგან მე შენს ვაგონს მივსდიე.

ბოლოს კი მაინც ბანალური ვიქნები ოდნავ...
- ეს სიყვარული, რაღაც უფრო სიწმინდეს ერთვის.
: მე შენ მიყვარხარ,
სამუდამოდ გახსოვდეს
- ჰოდა
ჩემთვის ლოცვა ხარ,
რადგან შენში ვიპოვე ღმერთი.

მერე კი, როცა კვლავ შეგხვდები ვგრძნობ უსათუოდ,
(ცრემლებში შენ ხარ),
თვალებიდან ცრემლად წამსკდები,
რადგან მივხვდები გულის სუნთქვით, რომ უსასრულო
სიყვარული ხარ ჩემთვის შენ და უკანასკნელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები