ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2022


მინდა ილორში ერთად ვიხილო

სევდისფერია ჩემთვის სოხუმი,
ჩემთვის ტამიშიც სევდისფერია,
ვართ ტკივილებით გარემოცული,
სევდის ლექსს მღერის სევდის ფერია.

მინდა დავკოცნო მინდვრად ღიღილო,
გულიც დაიწვას, როგორც სანთელი...
მინდა ილორში ერთად ვიხილო
ნაღდი აფხაზი, ნაღდი ქართველი.

მწამს: შავი ნისლი გაიფანტება,
აღმობრწყინდება ჩვენთვის მთიები,
კვლავ დავიღვრებით მშობლურ ჰანგებად,
იგალობებენ მაფშალიები.

მთიები - ცისკრის ვარსკვლავი

მაფშალია - ბულბული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები