| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2022 |
არავის არ ვჭირდები ასეთი საშინელი, ასეთი უარაფრო - თვითონვე ვაღიარებ, ნუ მოხვალ ნურასოდეს ეს შენთვის საშიშია, მე თვითონ ისე ვცხოვრობ, დავიღალე.
თვალებში ჩამხედე და გარკვევით დაინახავ, როგორ და რას ვაკეთებ მით უფრო რანაირად, ძალიან იშვიათად, თუ რამე მიხარია მას ჩემში ვინახავ და ვერ ვუმხელ ადამიანს.
მომწამვლელ შიშში ვცხოვრობ ყოველდღე უნებურად, ჩემს თავზე ვეღარ ვფიქრობ და შენზე მითუმეტეს, გავბედე, გამოვედი ბავშვური ბუნებიდან, ოცნებებს სამუდამოდ კარები მივუკეტე.
ბეღურის მოტეხილი ბრთებივით ვამოძრავებ ხელებს და ისეთი ვარ ვერავინ შემიყვარდა, ოთახის სიჩუმიდან ვერაფრით გამოვძვერი, ყოველთვის მათზე ვფიქრობ, ყოველთვის, ვინც არ მყავდა.
ნუ მოხვალ ნურასოდეს ეს შენთვის საშიშია, მე თვითონ ისე ვცხოვრობ, დავიღალე. არავის არ ვჭირდები ასეთი საშინელი, ასეთი უარაფრო - თვითონვე ვაღიარებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თვითაღიარება , უკვე შვებაა. თვითაღიარება , უკვე შვებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|