ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2022


ადამიანი



იყო არსება
იყო თავისთვის
და ერქვა მხოლოდ
ადამიანი.

იყო ჭკვიანი,
იყო სვიანი,
გამგონე, უტყვი,
სამართლიანი.

ოღონდ მშვიდობა,
სიქველე იყოს,
ხალხი გვაშოროს
ღალატიანი!

და თუ სამშობლოს
გაუჭირდება,
ქუდზე კაცნი ვართ
ადამიანნი!

რაღაც პარტიის
სხდომას დაასწრეს,
ცოტა გაკვირდა
საღაზრიანი;

რას არ ამბობენ,
ან რას ყბედობენ,
კაცი არა ჰყავთ
ვინმე ჭკვიანი?

და იმ პარტიას
სხვა ბევრი მოჰყვა,
მეტიჩარა და
უხვსიტყვიანი...

არის სურვილი?
არის გაგება,
რამე გაკეთდეს
ლაზათიანი?

ხმა უნდა მოგვცე,
აქციას აჰყვე!
უნდა შეჰკრიბო
ხალხნი ხმიანნი!

უნდა გვაქო და
უნდა გვადიდო,
შეგროვდეს ბევრი
ადამიანი!

რაღაც არ მოსწონს,
არ ეჯერება,
ჯერ ეჭვებშია
ადამიანი;

მე ხომ არ მინდა
კარისკაცობა,
ქვეყანა იყოს
ბარაქიანი.

მტერი მტერად და
მოყვარე მოყვრად,
საქმე გაკეთდეს
სამართლიანი.

ნუთუ ეს ყველა
ასე ძნელია -
ისევ კვირვობდა
ადამიანი;

ერთხელაც უცხო ხმა შემოესმა,
ვიღაცას დარჩა კარი ღიანი.
ლიბერალი ვარ, უნდა იცოდე!
ყველას მოყვარე, უხვსიტყვიანი!

ის ლიბერალი სხვამაც შეცვალა,
პატრიოტი ვარ
ხმალაბჯრიანი!
აქ სხვა არავინ გააჭაჭანო,
თორემ მზადა მაქვს მათთვის ტყვიანი!

ამას სხვა მოჰყვა:
პროგრესზე მსჯელობს,
სხვას არ აქვს სიტყვა
ეს ჰაზრიანი...

მე თუ მომყვებით,
გვეშველება და
დაგვიფასდება
ადამიანი.

მერე პრო-რუსი
და პრო - იანკი,
პრო - ევროპელი
და აზიანნი;

თავბრუ დაეხვა,
ვეღარას ამბობს,
გადაიღალა
ადამიანი.

რა ჭიჭყინია,
რა როხროხია,
სად არის ნაღდი
ადამიანი??

ერთ დილას შიშმა
გამოაღვიძა,
ცოლი თავს ადგას
ფეთებიანი:

რა მოგივიდა?
რა დაგემართა?
ძილში ყვიროდი:
ადამიანი!!

ღამე მეზმანა
მთანი მაღალნი,
მდუმარენი და
უხვად ქვიანნი;

უცბად ხმაური,
ღრჭოლა მომესმა,
რას ვხედავ: დევი
პირსისხლიანი!

თითქმის მთისხელა,
თვალებბრიალა,
მოღრიალე და
ომახიანი;

დავიმალე და
ყური მივუგდე,
ნეტავ რას ამბობს
ეს დორბლიანი??

სუნუ, სუნი მცემს!
თან მშიერიც ვარ,
სად იმალება
ადამიანი?!

უცბად შევყვირე,
გამომეღვიძა,
უკვე დღე იყო,
დილა ციალი;

სჯობს დავისვენო,,
ცოტა ვიფიქრო,
საქმე ვაკეთო
ჩვენთვის სვიანი...

სხვებმა მიხედონ
ქვეყნის მოწყობას,
კარგად მოძებნონ
ხალხნი ჭკვიანნი.

აღარას ამბობს,
გულს ჩაუღრმავდა,
სახლშიც ჩუმად ზის
არა ხმიანი.

ვერ გადაკეთდა,
ისევე დარჩა
ადამიანად
ადამიანი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები