ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2022


●●● (არავინ)

მხოლოდიც ვარ
და უმრავლესობაც,
ყველაც მე ვარ და არავინ.
ბეტონის წნეხში
ჩაკარგულს,
მეგულვის ვიწრო კარავი.

ვარ ღამის უკუნისაგან,
ლურჯი ციალის მპარავი,
სიმშვიდეს მე ვერ  დაგირღვევთ,
რადგან არა ვარ არავინ. -

ამ ფიქრით ვდგავარ ვაგონში
და ველი კარის გაღებას,
ვითმენ ყოფას
და ამ თმენით,
თავი მგონია ნაღები.

გამომაფხიზლეს თვალებმა,
დაჟინებით რომ მიმზერდნენ,
ვიგრძენი,
მეც მივიხედე,
მაგრამ ვერ მივხვდი მიზერსაც,

იმის, თუ რად მომაძახა:
- ბოზი ხარ, ბოზად ნამყოფი!
განა ერთხელ თქმა  იკმარა,
ან  ჩამითვალა სამყოფად?!

შეურაცხადის ზრახვების,
აბა, მე რა გამეგება?
წამით შევყოვნდი, სამყაროს,
რაღაცის თქმა სურს  ეგება?!

გაიღო,
გავყევ ფოიეს,
სახეს ღიმილი მიმკობდა,
ის შორიდანაც მეძახდა
თუმც ვერ ვხედავდი მიმიკებს.

განა ტყუოდა ბეჩავი?
უკეთესი რა მომელის?
სარეცელს უსიყვარულოდ,
თუ ვიყოფ კაცთან, "რომელიც"...

მე, ქალი - სიტყვა: "იმიტომ"...
მე, დედა - "მე რას გიშველი?"
სამყარო ზუსტად მაფასებს,
მე მის წინ - უძვლო, შიშველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები