ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2022


არ დამიმჩნიე

მგონი, იმაზე მეტი  მომინდა
რაც მეკუთვნოდა,
რაც მერგო...


ბავშვობაში კაკალს რომ  ვიყოფდით ,
მაშინაც ასე წავეპოტინებოდი
იმაზე მეტს, რაც...


დიდობაში ისევ გავიარე
შენს ფიქრებთან,
მაგრამ ახლოსაც ვერ წავეკარე.

როგორ  მინდოდა შევხებოდი,
შემერხია
ყველაზე მძაფრ  ლაქად
დავმჩნეოდი...

არ დამიმჩნიე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები