მახსოვს, მახსოვს, კარგად მახსოვს ის, - რაც უნდა მახსოვდეს, ისევ მყავხარ გულთან ახლოს, მინდა მუდამ გახსოვდეს:
არასოდეს გიღალატებ, არ გაგწირავ ლამაზმანს, მაგ ეშხმა და სილამაზემ აწმყო გამილამაზა.
გამიფრინდა სიყმაწვილე, ცრემლით მოვრწყე კორდები, შენთვის მაინც ვიარწივებ, შენს მკლავებში მოვკვდები.
ვიდრე წავალთ ამ სოფლიდან სიყვარულის შვილები, მსურს: ჩვენც გვყავდეს ნაყოფი და დავაფასოთ გმირები.
მახსოვს, მახსოვს, დღესაც მახსოვს ის, - რაც უნდა მახსოვდეს, ისევ მყავხარ გულთან ახლოს, მინდა მუდამ გახსოვდეს.
ოთარ რურუა
2022
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|