ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2022


ვარ ცხრა აპრილის გმირთა ქვეყნიდან

ვარ ცხრა აპრილის გმირთა ქვეყნიდან,
ვანთებ ოცდაერთ სანთელს,
ვლოცავ ქართული საწნახელიდან
ყველა ჭეშმარიტ ქართველს.

ვარ ცხრა აპრილის გმირთა ქვეყნიდან,
აქვს ერთგულებას ფასი,
დამილოცნია საწნახელიდან
მამულიშვილთა დასი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები