| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 2 თებერვალი, 2023 |
კვლევა ლანრაკზე გამოსახული წარწერის წაკითხვის შესახებ შესავალი ჩვენდა სასიხარულოდ, ,,გრაკლიანი გორაზე“ გაგრძელებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, კიდევ ერთ სავარაუდო წარწერას მოჰფინა დღის სინათლე. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე, დავუკავშირდით არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს ვახტანგ ლიჩელს. ბატონმა ვახტანგმა მოგვაწოდა შემდეგი ცნობა: ,, ჩემი აზრით, აქ მითითებულია, რომ ამ ჭურჭელში, რომელიც საწყაოა, ეტევა ორი ერთეული მარცვლეული, რაც მოცულობაში არის 2X363 გრამზე=726 გრამი. (363 გრამი არის ადგილობრივი, ძველი ქართული წონის ერთეული, რაც დავადგინე გრაკლიანის გათხრების შედეგად). ეს არის შინაარსი, მაგრამ ეს არ არის ტექსტის წაკითხვა“. მისი ინფორმაცია, ჩვენ მნიშვნელოვნად სარწმუნოდ მივიჩნიეთ, თუ რატომ, ამის შესახებ უკვე კვლევის პროცესში ვისაუბრეთ. ჩვენ მხოლოდ წარწერის წაკითხვის შემდეგ შევძლებდით ბატონი ვახტანგის ცნობების დადასტურებას, რომელიც, როგორც სავარაუდო ჭეშმარიტება, ჩვენს გარეშეც არსებობდა. ამიტომ ეს დასტური ჩვენთვის გახდებოდა მნიშვნელოვანი, რადგან ,,გრაკლიანი გორის“ წინა ორი ტექსტი უკვე წაკითხული გვქონდა, დაემთხვეოდა ის ასო-ნიშნები ლარნაკისას თუ არა? ეს დილემა გვედგა. პირველ რიგში საჭიროა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნის მოშველიება, რომლის სარწმუნოებაზედაც აუცილებელია რამდენიმე სიტყვის თქმა. ოღონდ ეს ქვემოთ გავაკეთოთ. წიგნი დასათაურებულია ასე: ,,ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოსა ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან 1848 წ. გამოცემული სანკტპეტერბურგის სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წ“. სწორედ ამ წიგნშია აღნიშნული ის, რომ ქართველებს უძველეს დროშიც გვქონია დამწერლობა. მისი ერთ-ერთი ნიმუში უნახავს გიორგი მთაწმინდელსაც : ,,წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა მნათობისა ათონის ივერიის მამისა და წინამძღვარისა გიორგის მიერ მოთხრობილთა, შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან: ,,ივერია ვინაითგან ქვეყნის სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე ანტიოქიისა სვმეონ წმიდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენი ივერიელთასა წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი . გვ.34). შემდეგ ის წერს: ,,ქართლოს, რომელიცა წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესავთ-მთავარი, იგი თვთ და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალნი და ერნი მისნი მიმზრახ იყვნეს ივერიულად ესე იგი ქართულად, ზრახვითავე ამგვარითა, რომლითაცა ვმეტყველებთ აწ“ (თეიმურაზ ბატონიშვილი გვ. 34). ეს არის ის ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობითაც ჩვენ შევძელით თიხის ლარნაკის წარწერის სავარაუდო წაკითხვა. უძველესი ეპოქიდან თანამედროვემდე, ქართული მეტყველება იმგვარად არ არის შეცვლილი, რომ მისი გაგება შეუძლებელი გახდეს. მაშასადამე, თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ჩვენი უძველესი წინაპრები იმავე ენით საუბრობენ, როგორითაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანები. ე.ი. მათი საუბარი გასაგები იქნებოდა თანამედროვე ქართველისთვისაც.
კვლევის მიმდინარეობა საკვლევი თითქმის არაფერი გვქონდა, რადგან ბატონი ვახტანგის მიერ იყო დაზუსტებული, წონის უძველესი ადგილობრივი ერთეული. ამასთან, ლარნაკი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ერთგვარი საწყაული, რომელშიც ჩადიოდა ორი ერთეული ადგილობრივი მინა (წონის ერთეული შუმერი, ეგვიპტე). ჩვენ ასე ვუწოდეთ ადგილობრივ წონის ერთეულს. ლარნაკზე გამოსახულია ორი ასო-ნიშანი, შემდეგ ამავე სიგრძის ორი ვერტიკალური ხაზი და ისევ ორი ასო-ნიშანი, რომლებიც ,,გრაკლიანი გორის“ საკურთხევლის წარწერაში არ გვხვდება. პირველი ასო-ნიშნები ჩვენ წაკითხული გვქონდა ,,გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვის შესახებ“ კვლევის იმ ტექსტში, რომელიც მდებარეობდა საკურთხევლის წინ ჰორიზონტალურად, ხოლო, სტელაზე ჩვენი ვარაუდით წარწერა არ იყო და ის წარმოადგენდა თანავარსკვლავედთა და პიქტოგრამების ერთობლიობას, რომელიც ასევე წავიკითხეთ (იხილეთ კვლევა) ლარნაკი დაახლოებით ძვ.წ. მე-10 საუკუნით თარიღდება.ხოლო საკურთხევლის წარწერა ძვ.წ. მე-11 საუკუნის ბოლო პერიოდით, ორივე წარწერა თითქმის თანადროულია. მაშასადამე პირველი ორი ასო-ნიშანი ლარნაკზე არის ,,ქ“ და ,,რ“. ანუ ,,ქრ“ ე.ი. ქ(ე)რ. ქ (ე) რ (ი). შემდეგ მოდის ორი ვერტიკალური ჯოხი, წონის ორი ერთეულის აღმნიშვნელი და შედეგ კიდევ ორი ასო-ნიშანი. ,,ქრ“ ეს წარწერა, ჩვენი აზრით არის ქერის უძველესი დასახელება, მათ ძირი ერთი აქვთ, ანაც შემოკლებული ვარიანტი. გავიხსენოთ, რომ უძველეს დროში და შემდგომაც სიტყვები მხოლოდ თანხმოვნებითაც წარმოითქმებოდა. შეიძლება ამ სიტყვის ასო-ნიშნები ,,ქ“ და ,,რ“ გამოითქმებოდა უფრო მოკლედ, ვიდრე თანამედროვე დროში. ასო-ნიშნის ,,რ“-ს გაგრძელებით ვთქვათ ქრ(რ). რაც შეეხება ბოლო ორ ასო-ნიშანს, ერთმანეთის ქვეშ მიწერილს, ისინი სხვა ტებსტებში, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ არ გვხვდება, სავარაუდოდ ის წარმოადგენს ადგილობრივი ე.წ. მინის საზომი ერთეულის დასახელებას ან სასწორს. მაგალითად: ქერი ორი ერთეული, მინა ან ქერი ორი ერთეული, რასაც აწონის სასწორი. ამ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის გარემოებაც, რომ ბერძნულად სასწორი არის ლიბრა. ,,ლ“ და ,,ბ“. რატომ ბერძნული ასო-ნიშნები და რატომ ლიბრა? დავიწყოთ უკანასკნელით: ლიბრა იყო თანავარსკვლავედიც, რომელსაც უძველესი ადამიანები არჩევდნენ ცის თაღზე. ხოლო, რაც შეეხება ბერძნულ დამწერლობას, ის წარმოშობილია ფინიკიურიდან (ზოგიერთი მეცნიერის აზრით დამოუკიდებლად შექმნეს) და უფრო ,,ახალგაზრდაა, ვიდრე გრაკლიანის ყველა წარწერა. ბერძნები უკვე ძვ. წ. მე-12 საუკუნიდან ჩანან საქართველოს ტერიტორიაზე. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, არგონავტები ძვ.წ. მე-12 საუკუნეში შემოსულან დასავლეთ საქართველოში, სადაც მათ დახვდათ მამასახლისი აიეტი, მცხეთის მამასახლისის დაქვემდებარებაში მყოფი. ამის გარდა არსებობს უამრავი ფაქტი და აღმოჩენა, რომლითაც დასტურდება ქართველთა და ბერძენთა მჭიდრო ურთიერთობა ადრეანტიკურ ხანაში. დავიწყოთ უშუალოდ ლარნაკის წარწერის წაკითხვა:
ქრ) შემოკლებული ფორმაა (ქერ)-ის, თანამედროვე სახელწოდებაა ქერი. ორი ვერტიკალური ხაზი რაოდენობის აღმნიშვნელი 2 (ორი). (ლბ) შემოკლებული ფორმაა (ლიბრა)-სი. წონა (329g) ან (327g)
განმარტება წონის ერთეულ ლიბრა-სთვის: ლიბრა, წონის ძირითადი რომაული ერთეული; ძვ.წ 268 წლის შემდეგ ეს იყო დაახლოებით 5076 ინგლისური მარცვალი ან ტოლი 0,722 ფუნტი avoirdu pois (0,329 კგ). ეს ფუნტი მიიტანეს ბრიტანეთში და სხვა პროვინციებში, სადაც იგი გახდა სტანდარტი ოქროსა და ვერცხლის აწონვისა და ყველა კომერციულ გარიგებაში გამოსაყენებელი. ფუნტის აბრევიატურა lb მომდინარეობს ლიბრა-დან.
განმარტება როგორც საწონი: ლიბრა ძველი ბერძნული სახელია სასწორისა, ის აგრეთვე სახელწოდებაა ერთ-ერთი თანავარსკვლავედისა.
დასკვნა: I ვარიანტი - ქრ 2 ერთეული ლბ (ლიბრა); II ვარიანტი - ქრ 2 ერთეული, იმდენი რამდენსაც აწონის სასწორი; ლიბრა საბერძნეთიდან შევიდა რომში, იქიდან ბრიტანეთში ფუნტის სახელით და მისი თანამედროვე აბრევიატურაც ასეთივეა LB ეს აქამდე ყველას უკვირდა. თუ ფუნტი, რატომ LB ? უკვე გასაგებია. არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა ამ საზომ ერთეულს უწოდა იბერიული მინა. დაწვრილებითი ინფორმაცია ასო-ნიშანთა მსგავსების შესახებ განხილული გვაქვს გრაკლიანის წარწერის პირველ კვლევაში
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|