ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 თებერვალი, 2023


John Keats - To One Who Has Been Long In City Pent

ჯონ კიტსი - მისთვის, ვინც დიდხანს ქალაქშია გამომწყვდეული

მისთვის, ვინც დიდხანს ქალაქშია გამომწყვდეული,
საამურია ბუნებაში ერთი დღით გასვლაც,
ლოცვის აღვლენა ამოსუნთქვით, ახედვა მაღლა,
განებივრება, კამკამა ცის ცქერით წვეული.

ბედნიერია მოგზაური, როცა ეული
ხასხასა კორდზე ჩამოჯდება, გაუვლის დაღლა,
ნაღვლიან ამბავს წაიკითხავს ტრფობაზე ახლად
და ანეტარებს  სიყვარული გამორჩეული.

შინისკენ წასულს მოესმება ბულბულის ტრელი,
მზერას შეავლებს საღამო ხნის ზეციურ გუმბათს,
შეჰყურებს ღრუბლებს, სიამოვნებს გალობა წრფელი,

სევდიანდება, რადგანაც დღე გასრულდა უმალ,
თითქოს ანგელოზს ჩამოსწყდაო ზეციდან ცრემლი
და გაიფანტა გამჭვირვალე ჰაერში ჩუმად.

21 თებერვალი, 2023 წ.


John Keats - To One Who Has Been Long In City Pent

To one who has been long in city pent,
  ’Tis very sweet to look into the fair
  And open face of heaven,—to breathe a prayer
Full in the smile of the blue firmament.

Who is more happy, when, with hearts content,
  Fatigued he sinks into some pleasant lair
  Of wavy grass, and reads a debonair
And gentle tale of love and languishment?

Returning home at evening, with an ear
  Catching the notes of Philomel,—an eye
Watching the sailing cloudlet’s bright career,

  He mourns that day so soon has glided by:
E’en like the passage of an angel’s tear
  That falls through the clear ether silently.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს