მეფე ერეკლემ ოცდაოთხი შვილი დატოვა, მე კი არათუ ბევრი შვილი, ერთიც არა მყავს... მარტო მივირთმევ ვაზის ნაჟურს ჩვენში, მარტო ვარ, მაგრამ ღვთის მადლით დავაბიჯებ მაინც ამაყად...
რადგან ერეკლეს ქვეყნიდან ვარ, გაჩენის დღიდან მოედინება ჩემს ძარღვებში სისხლი ქართული! კახური მრავალჟამიერიც მესმოდეს მინდა, ვიდრე დავდივარ ღვთის წყალობით წელგამართული!
ოთარ რურუა
.......................................................................................................................................................................................................
წინაპართ ნაკვალევზე
მარტო ვარ, თამაშგარეში, თუმც ეს კალამიც მიჭრის... მშობელი დედის გარეშე სიტყვის უთქმელად მიჭირს.
კვლავ მარტო დავეხეტები დარში, თოვლსა თუ თქეშში, მსურს წყარო დაუშრეტელი შევსვა ჩემივე პეშვით.
არა ვარ შარახვეტია, არც ვინმე მოგზაური, თუმც მივეჩვიე ხეტიალს, ჩემგან შორს არის შური.
მინდა მივიდე ტაძრამდე, მცხეთაში პირველ ყოვლის, ძალას მმატებს და მახარებს დანახვა სვეტიცხოვლის.
ხეკორძულას წყალს შევსვამდი, დროშას გავშლიდი ზართან, მინდა მმოსავდეს მზესავით დედა ღვთისმშობლის კალთა.
მივყვები დროის დინებას, წევს თხოთის მთაზე ნისლი, ძარღვებში მოედინება მირიან მეფის სისხლი.
ღირდა ქაქუცას გაჩენა, ერში დატოვა კვალი, ისე უჭრიდა მარჯვენა, როგორც ერეკლეს - ხმალი.
ლექსები ვუთხრათ ჩვენ ცოტნეს, ცხრა ძმას, არაგველს სამასს, თუკი რაიმე შევცოდეთ, შენდობა ვთხოვოთ მამას.
მერაბ კოსტავაც ვახსენოთ, - სინდის - ნამუსი ერის, ვიდრე ამქვეყნად ვარსებობ, გული ,,შავლეგოს“ მღერის.
არ დავივიწყოთ ზვიადიც - კლასიკოს მწერლის შვილი, ქვეყნისთვის არის დიადი ყველა მამულიშვილი.
მსურს ჩანგი ავახმიანოთ, ვიმღეროთ ვაჟას მთებზე... და სიკვდილამდე ვიაროთ წინაპართ ნაკვალევზე!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაიხარე მუხა, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. გაიხარე მუხა, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის.
3. ოთარ ბატონო ხო მშვიდობაა თქვენსკენ " კვლავ მარტო დავეხეტები დარში, თოვლსა თუ თქეშში, " - სულ მარტოობაზე წერთ , შემოვდივარ წასაკითხად, ა,ა ახლა იქნება სიახლე-თქო და კვლავ მარტოობა, გეყოფა წუწუნი, არაჩვეულებრივი ადამიამი ხარ, ვიზუალით, გონებით თუ არაჩვეულებრივი სიმღერით, ცეკვით ,გისმენ ხოლმე გულს უხარია, ნუთუ ერთი მანდილოსანი ვერ ნახე? თუნდაც აქ ურაკპარაკზე ,გაიმეტე შენი თავი სხვისთვის, ამრავლე კუდრაჭები, აახმიანე ჩანგი, იცხოვრე ისე როგორც დედას გაუხარდებოდა. მაპატიე მხოლოდ კეთილი სურვილებით . ოთარ ბატონო ხო მშვიდობაა თქვენსკენ " კვლავ მარტო დავეხეტები დარში, თოვლსა თუ თქეშში, " - სულ მარტოობაზე წერთ , შემოვდივარ წასაკითხად, ა,ა ახლა იქნება სიახლე-თქო და კვლავ მარტოობა, გეყოფა წუწუნი, არაჩვეულებრივი ადამიამი ხარ, ვიზუალით, გონებით თუ არაჩვეულებრივი სიმღერით, ცეკვით ,გისმენ ხოლმე გულს უხარია, ნუთუ ერთი მანდილოსანი ვერ ნახე? თუნდაც აქ ურაკპარაკზე ,გაიმეტე შენი თავი სხვისთვის, ამრავლე კუდრაჭები, აახმიანე ჩანგი, იცხოვრე ისე როგორც დედას გაუხარდებოდა. მაპატიე მხოლოდ კეთილი სურვილებით .
1. პირველი - იქნებ სუბიექტურობის გამოც, უფრო ახლო მოვიდა ჩემთან. პირველი - იქნებ სუბიექტურობის გამოც, უფრო ახლო მოვიდა ჩემთან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|