 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 25 თებერვალი, 2023 |
ვხვდები რომ წლებმა შეიწირა ბევრი სათქმელი, ვერდაწერილი ლექსის გამო სინდისი მქენჯნის, დრომ ზმანებები გადაფურცლა,ფეხქვეშ გათელა, ვერ მივუსწარი ალიონზე რითმების მეჯლისს. მე ულექსობამ ოცნებებიც გამიფერმკრთალა, ტკივილმაც თითქოს მიმატოვა და მე დავმშვიდდი, ვიცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ერთი მერცხალი, მაგრამ ამ სტროფებს უგზოუკვლოდ სანამ წავშლიდი მივხვდი,რომ ღამემ -მეგობარმა ჩემი წარსულის, კვლავ გამახსენა,რომ ფრთები მაქვს,რომ ფრენაც ვიცი, რომ მე მხდალი ვარ დანაპირებს რომ არ ვასრულებ საკუთარ თავთან დადებული უთქმელი ფიციც რომ დავივიწყე და დავნებდი ტკივილს,ფანტომებს… ხო! ულექსობამ მომიშუშა ბევრი იარა. დრო -სწორედ დროა დამნაშავე,დროა ბატონი! დროა,რაც არ მაქვს, ახლა ვცდილობ თავაზიანად დროს დავაბრალო,ის სიმხდალე,უნიათობა და ის გაქცევაც მთელი ეს დრო მე რომ გავრბოდი, ვერ გავექეცი საკუთარ თავს კვლავ მწვავს ნათება, იმ დასაწერი სტრიქონების,იმ ნაამბობის ჯერ რომ ვერ ვთქვი და ყელში რომ მაქვს ბურთად გაჩრილი, სევდა რომელსაც არსათქმელად ვერ გავიმეტებ, კვლავაც მოვუხმობ ალიონზე ზღვიდან აჩრდილებს, არ გავუცრუებ საკუთარ თავს ისევ იმედებს… მართლაც რომ წლებმა შეიწირა ბევრი სათქმელი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან მომეწონა გულწრფელობა და პოზიტივ.წერ , წერე მეტი რაც შეგიძლია ეს იქნება განსვლა ძალიან მომეწონა გულწრფელობა და პოზიტივ.წერ , წერე მეტი რაც შეგიძლია ეს იქნება განსვლა
2. ახალი ამბავი.... 555 რათქმაუნდა ახალი ამბავი.... 555 რათქმაუნდა
1. ჩავთვალოთ, რომ ეს არის პრეპოემი, - ანუ ჩანაწერი, რომლის დამუშავების შედწგადაც მივიღებთ ლექსს, რომლის პოტენციაც მგონი იგრძნობა. არ დაიზაროთ, დაამუშავეთ ჩავთვალოთ, რომ ეს არის პრეპოემი, - ანუ ჩანაწერი, რომლის დამუშავების შედწგადაც მივიღებთ ლექსს, რომლის პოტენციაც მგონი იგრძნობა. არ დაიზაროთ, დაამუშავეთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|