| ავტორი: ნიკოლოზა ჟანრი: პროზა 28 თებერვალი, 2023 |
გუშინ ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს დავურეკე. ვიფიქრე მოვიკითხავ, ამბებს მოვყვებით და გულს გადავაყოლებმეთქი. დიდი ხანია არ შევხმიანებივარ, დეპრესიის გამო, არ მინდოდა ჩემი გულისტკივილი თავს მომეხვია მისთვის. გუშინ კი ცოტა გამოკეთებული განწყობა მქონდა და ვიფიქრე კარგი მომენტია სასაუბროდმეთქი. დავრეკე და დავიწყეთ ჩველებრივად საუბარი, როგორ ხარო მკითხა, ისევ გაწუხებსო რაღაცეები. ვუთხარი რომ ძველებურად, რა თქმა უნდა ჩემი დარდი არსად წასულამეთქი. ამაზე მომიგო, რაღაც ცინიკურად და ზედაპირულად, აღარ მოგბეზრდაო. მერე კი გავაგრძელეთ საუბარი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. პირველად არ მომხდარა, რომ ასე მომახალეს, აღარ მოგბეზრდა დეპრესიაში ყოფნაო. ვცდილობ პასუხი არ გავცე, მაგრამ ერთხელ ვიტყვი და იქნებ ოდესმე ვინმემ გაიგოს, რატომ არის ეს შეკითხვა ასე გულისგამგმირავი, რატომ მწყინს როდესაც ადამიანები, რომლებსაც თითქოს კარგი უნდათ ჩემთვის, მტუქსავენ და დამცინიან იმის გამო, რომ სული მტკივა და არ მიყუჩდება. იცით რა არის როცა დედას და შეყვარებულს კარგავ, ამით გამოწვეული ტკივილი დეპრესიაში გაგდებს და ამ დროს გეუბნებიან, აღარ მოგბეზრდაო? მომბეზრდა, გამიწყალდა გული, ვეღარ ვუძლებ და რა ვქნა, რა? შეიძლება ადამიანს რომელსაც კიბო აქვს და ტკივილები ტანჯავს თვეების, წლების მანძილზე, უთხრა აღარ მოგბეზრდა რას კვნესიო? თქვენ გგონიათ სულის ტკივილი ნაკლებად ტანჯავს ადამიანს, ვიდრე სხეულის? მაგრამ არავის გახსოვთ, სად არის სული და რატომ არის. ყველა მაძალებს დიდაქტიკური ტონით რომ დეპრესიიდან გამოსასვლელად სამსახურში და ვარჯიშზე უნდა ვიარო, ფსიქოლოგს მივმართო და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ყველამ იცის ჩემზე უკეთესად რა უნდა გავაკეთო და ვერავინ გაიგო, რომ სამსახურშიც დავდივარ, ვარჯიშზეც და კიდევ ათას საქმესა და გასართობს ვებღაუჭები, რომ ტკივილი ცოტა ხნით გავიყუჩო, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ეფექტია, რამდენიმე საათით შეიძლება შეგიმსუბუქდეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღებისას კბილის ტკივილი ყუჩდება, მაგრამ სანამ კბილს არ უმკურნალებ ან ამოიღებ, წამლის მოქმედების დრო როგორც კი გადის, ისევ იგივენაირად მძაფრდება ტკივილი და მოსვენებას არ გაძლევს, ადგილს ვერ პოულობ. ხშირად მეფიქრება, რომ ყველაფერი გამიყუჩდება და დამიამდება თუ სული ამომძვრება, ვარდისფერ სიკვდილზე ვოცნებობ სადაც ბრჭყვიალა შუქში გახვეულ დედას ვიპოვი, ჩავეხუტები და არასოდეს არასოდეს აღარ მოვშორდები. მეორე გზა მკურნალობაა? ფსიქოლოგნთან? -ეჰ არა, ფსიქოლოგიც ხომ თქვენნაირი პლასტმასის ადამიანია, რომელმაც სულის ტკივილზე არაფერი იცის, მან განწყობაზე, მიდგომებზე იცის რაღაც, რაც სახელმძღვანელოში ამოიკითხა, მან ხომ თქვენს სიყვარულზე არაფერი იცის. რა მოხდა ამის ფასი, რა დამემართა? დაახლოებით შვიდი წლის წინ დედას რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე სიკვდილს ვებრძოდი დედასთან ერთად, ყოველდღე და ყოველ წამს. ოპერაციები, ქიმიები, ტანჯვა-წამებაში გათენებული ღამეები. ხო, დედას ტკიოდა, მე არა მაგრამ, იცით რა არის დედის კვნესა რომ გესმის და ვერაფერს შველი? ვიჯექი საათობით მის საწოლთან ლეკვივით და ღმერთს ვევედრებოდი რომ მეორე დილით დედის სუნთქვა ისევ გამეგონა. მეტი არაფერი შემეძლო. მხოლოდ სიყვარულის ძალით, ზოგჯერ სიკვდილს ვაგდებდით მე და დედა ოთახიდან, გავიპრანჭებოდით და მივდიოდით ხოლმე სადმე თეატრში, კონცერტზე ერთად, მე და ის, მინდოდა რაც შეიძლება მეტი ლამაზი წუთი გაგვეტარებინა ერთად და ამაში ვპოულობდით ბედნიერებას. ყოველი გათენების მეშინოდა და თან დედას რომ დავინახავდი უსაზღვროდ მიხაროდა რომ ისევ მყავდა. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გათენება შემაყვარა. გვიყვარდა ერთმანეთი და როცა მას ვხედავდი ძალას და იმედს ვგრძნობდი, მეგონა მის გვერდით ცუდი ვერაფერი მოხდებოდა, იმდენად ძლიერი და ბრჭყვიალა მეჩვენებოდა ის სიყვარული, მის გულში ისეთ სიმშვიდეს და სითბოს ვპოულობდი რომ შემეძლო ყველაფრის გაძლება და თან ბედნიერების შეგრძნებაც სულ თან დამყვებოდა. მერე პანდემია დაიწყო და თანდათან ყველაფერი დაღმა წავიდა. გარდა იმ საყოველთაო პრობლმებისა, რაც მთელ მსოფლიოს გაუჩინა ამ უბედურებამ, ჩემს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით შემოიჭრა. ამ დროს, მხოლოდ იმის გამო რომ ასაკით უფროსი ვიყავი, ჩემი ბრჭყვიალა შეყვარებულის ოჯახმა ჩვენი ურთიერთობის დანგრევა, ჩემი ოჯახის დაწიოკება და ჩემი განადგურება განიზრახა, რასაც წარმატებით ახორციელებდა თვეების განმავლობაში. ყოველდღიურად ჩემი სიყვარულის გადასარჩენად სხვადასხვა დანაშაულის, ჩემი ავადმყოფი დედისა და ჩემი დაუმსახურებელი წყევლის და ათასი სკანდალის და უბედურების გადატანა მიწევდა. ამასობაში კი დედას მდგომარეობა უარესდებოდა. ვგრძნობდი ცოტა დრო გვრჩებოდა, თან ვცდილობდი ჩემი პირადი ცხოვრების შენარჩუნებას და გადარჩენას, ყველანაირად ვცდილობდი დედას გვერდითაც ვყოფილიყავი და ჩემი საყვარელი მამაკაცის გვერდითაც, მაგრამ როგორც ჩანს ორ ფრონტზე ვერ ვიბრძოლე. ორივე ბრძოლა წავაგე. დედამ ვეღარ გაუძლო, 2022 წლის 18 მარტს, დილით ადრე, ზუსტად მაშინ მე რომ ჩამეძინა, წავიდა. ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული, ძალა, სუნთქვა, ცხოვრების მიზანი და მიზეზი წავიდა. ვერ გადავარჩინე. დაკრძალვის დღეს ვიჯექი საფლავზე მის კუბოსთან და უხმოდ ვტიროდი, არავის გაუგია ჩემი ტირილის ხმა, არავისთვის ჩამიხედავს თვალებში, ვიჯექი გამეხებული ჩუმად, დრო გაჩერდა, დედამიწა გაჩერდა, სამყარო გაჩერდა, ყველაფერი გაიყინა... ძალიან მინდოდა რომ იმ წამს ის ერთი ბრჭყვიალა ადამიანი ჩამხუტებოდა მაგრამ არ იყო. შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე სიცარიელე და მარტოობის შიში.. ერთადერთი რაც ამ დროს ძალას მაძლევდა და სიცოცხლის სურვილს არ მაკარგვინებდა იყო სიტყვები: მიყვარხარ, მე ხომ შენთან ვარ, არ ხარ მარტო, ნუ გეშინია. დიდი ძალა ჰქონდა ამ სიტყვებს, მაგრამ მის გულში სიმშვიდე და სითბო თანდათან იკლებდა. ვგრძნობდი, რომ ჩემი ბრჭყვიალა ადამიანის თვალებში ვარსკვლავები აღარ ციმციმებდა როცა მიყურებდა. ვგრძობდი მოახლოებულ მეორე უბედურებას, მაგრამ ვცდილბდი არ დამეჯერებინა. რამდენიმე თვეში 2022 წლის ნოემბერში, ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, მითხრა რომ სხვას ხვდებოდა, მახინჯი და უზნეოა, მაგრამ მასთან მირჩევნიაო. მეხი დამეცა. სრულ არარაობად ვიგრძენი თავი. ამ ურთიერთობსთვისაც ორი წელი ყოველ წუთს და წამს ვიბრძოდი, გაუჩერებლად, მიუხედავად ყველაფრისა, არაფერზე ვიხევდი უკან და ზუსტად მაშინ, როცა მეგონა რომ ამ ბრძოლის შედეგს დავინახავდი და ბედნიერებას დავიბრუნებდით, აღმოჩნდა რომ ეს ბრძოლაც წავაგე. ბრჭყვიალა გათენება, სითბო, სიმშვიდე და ის საოცარი ძალა რომელიც მხოლოდ საყვარელი ადამიანისგან მოდის, რომელიც სუნთქვის საშუალებას გაძლევს მაშინაც კი როცა გგონია რომ მოკვდი, ის ბედნიერების ნაპერკლები რომელიც სამყაროს ანათებს და აბრჭყვიალებს, ერთ წამში გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ახლა კიდევ მკითხავთ რატომ ვარ დეპრესიაში? ვინც სული მაჩუქა - დედა, ის წავიდა, ღმერთმა წაიყვანა და ის ვისაც ჩემი სული ვაჩუქე წავიდა სხვასთან -ეშმაკთან. აღარ ვარსებობ როგორც შვილი და როგორც ქალი. ეს ორი იყო ჩემთვის მთავარი. იურისტობისთვის გაღვიძებას არ მოაქვს ბედნიერება. მითხარით ვისთვის ვიღვიძებ ყოველ დილით? მეგობრები და ნათესავები? დამცინით? ყველას მადლობა, ყველანი მიყვარხართ, მაგრამ ერთი ახალი წელი უკვე გავატარე სრულიად მარტომ სახლში სიცხიანმა. მეორე აღარ მინდა. იმ მეგობრებმა და ნათესავებმა, რომლებმაც „ზუსტად იციან რა უნდა ვაკეთო“, არ იციან რა მტკივნეულია 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე ფანჯრებში რომ ფოიერვერკები ბრდღვიალებს და ყურისწამღები ხმაური დღესასწაულს გაუწყებს, რა მტკივნეულია იმის გაცნობიერება რომ ერთი სული გაქვს ეს ყველაფერი დასრულდეს, იმიტომ რომ მარტო ხარ და იმ მომენტში როცა ყველა ახლობელ საყვარელ ადმიანებთან ერთადაა შენ არავის გაახსენდები. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, განა ვინმეს ვთხოვ რომ უნდა გავხსენებოდი. თუმცა, იმ ერთ დროს ბრჭყვიალა ადამიანმა იგრძნო იმ ღამეს, რომ ძალიან მტკიოდა, დამირეკა და დიდხანს მელაპარაკა რომ თავი მარტო არ მეგრძნო. მადლობა მას ამისთვის, უდიდესი მადლობა. და თქვენ მეუბნებით რომ მას არ უნდა ვეკონტაქტო? რას ამბობთ? თქვენ იცით რას ნიშნავს ადამიანს რომ სულს აჩუქებ? საჩუქარს უკან ვერ გამოართმევ. მან შეიძლება ის სადმე დატოვოს და გადააგდოს, მაგრამ შენ სულ მასთან გეგულება ის სულის ნაწილი რომელიც მიეცი, ის რომ წავა მაშინ გრძნობ სიცარიელეს, რომელიც მას რომ გააყოლე იმ სულის ნაწილის მოშორებამ გამოიწვია. გრძნობ და ეძებ ინსტინქტურად საკუთარ სულს, საკუთარ სიყვარულს, რომელიც ზუსტად იცი, რომ სადღაც განწირულია და გტკივა, გტკივა სამუდამოდ და გაუყუჩებლად. ალბათ, ამ ადამიანს ეს ჩემგან წაღებული სულის ნაწილი ჯერ არ გადაუგდია და სადმე აქვს შენახული, ამიტომ ცდილობს ზოგჯერ ტკივილი გამიყუჩოს. თქვენ კი „ყოვლის მცოდნე“ მეგობრები და ნათესავები დაუღალავად მიმეორებთ, ხმა არ გასცეო, კაცს როგორ უნდა გადაყვეო. კაცს არ გადავყოლილვარ, სულს და სიყვარულს გადავყევი, მაგრამ ეს თქვენ არ გესმით და მე არ მყოფნის სიტყვები რომ აგიხსნათ. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ბედნიერება მხოლოდ სიყვარულს მოაქვს, ადამიანების მიმართ სიყვარულს და არა საქმეების, პროფესიისა და სხვადასხვა აქტივობების. როდესაც ყველაზე საყვარელ ადამიანებს კარგავ, ამ დანაკარგს ვერ აინაზღაურებ, ვერ შეივსებ, ვერ დაივიწყებ, იმიტომ რომ მათ ვერ ჩაანაცვლებ, მათგან დატოვებული სიცარიელე მუდმივად სიცარიელეა, უბრალოდ ტკივილს ეჩვევი და სწავლობ როგორ გაიღიმო მაშინაც კი როცა სული გაქვს ტკივილისგან გამწარებული. ერთ წელიწადში ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი დავკარგე. -მერე რა რომ ასე მოხდა? - ხო მერე რა, ქრისტე აწამეს სიყავრულის ქადაგებისთვის და მე ვის დავეკარგე? - მერე რა, აღარ მომბეზრდა? -კი მომბეზრდა და ამიტომ წავალ, წავალ იქ სადაც ბრჭყვიალა სიყვარულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალზე პესიმისტურად განწობილი ადამიანის ნაწერია. ძნელია, ძალიან ძნელი, იმის გადატანა, რაც აქაა აღწერილი, მაგრამ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ოჯახის ყველა წევრი დაკარგეს, ყველაფერი დაკარგეს, რისი შექმნაც შეძლეს და მაინც აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთები კი უამრავნი არიან. თავს უნდა მოერიო <3 ძალზე პესიმისტურად განწობილი ადამიანის ნაწერია. ძნელია, ძალიან ძნელი, იმის გადატანა, რაც აქაა აღწერილი, მაგრამ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ოჯახის ყველა წევრი დაკარგეს, ყველაფერი დაკარგეს, რისი შექმნაც შეძლეს და მაინც აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთები კი უამრავნი არიან. თავს უნდა მოერიო <3
1. ნიკოლოზა ბევრი ტკივილი გადაგიტანია, გასაგებია, ძნელია ეს ყველაფერი, ზოგიერთი დედას გასაჭირის დროს ვერ უვლის, მერე ნანობს, შენ სანანებელი არაფერი გაქვს, შენ უვლიდი, მის ტკივილს რო იტანდი მასთან ერთად, ესაა სწირედ მთავარი შვება შენთვის, დედას უვლიდი ეს ხო უძვირფასესი წუთები იყო შენთვის და სწორედ იმ წუთებმა და იმ დრომ უნდა მოგიტანოს დღეს დამშვიდება, იმან უნდა გააქარწლოს შენი დეპრესია. უნდა მოუსმინო სხვას, მკურნალობა კი არა ფსიქოლოგის რჩევა-დარიგება უნდა მიიღო, ამის მერე არასოდეს დარჩები მარტო ახალ წელს და არც დეპრესია გექნება, შენ კი რას აკეთებ?ამბობ :- -ეჰ არა, ფსიქოლოგიც ხომ თქვენნაირი პლასტმასის ადამიანია, რომელმაც სულის ტკივილზე არაფერი იცის, მან განწყობაზე, მიდგომებზე იცის რაღაც სისულელები, რაც სახელმძღვანელოში ამოიკითხა, რატომაა ფსიქოლოგი პლასტმასის?! თავად არაფერი იცი და არც არავისი გჯერა. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია რო იცოდე ადამიანის განწყობას "რაღაც სისულეებიო" არ იტყოდი, ასე რომ გვიანი არ არის ფსიქოლოგი მკურნალი არ არის იგი მოგეხმარება რჩევით განდევნო შენგან დეპრესია და იყო ბედნიერი, წინ მხოლოდ წინ იყურე, წარსული წარსულს ჩააბარე. ნიკოლოზა ბევრი ტკივილი გადაგიტანია, გასაგებია, ძნელია ეს ყველაფერი, ზოგიერთი დედას გასაჭირის დროს ვერ უვლის, მერე ნანობს, შენ სანანებელი არაფერი გაქვს, შენ უვლიდი, მის ტკივილს რო იტანდი მასთან ერთად, ესაა სწირედ მთავარი შვება შენთვის, დედას უვლიდი ეს ხო უძვირფასესი წუთები იყო შენთვის და სწორედ იმ წუთებმა და იმ დრომ უნდა მოგიტანოს დღეს დამშვიდება, იმან უნდა გააქარწლოს შენი დეპრესია. უნდა მოუსმინო სხვას, მკურნალობა კი არა ფსიქოლოგის რჩევა-დარიგება უნდა მიიღო, ამის მერე არასოდეს დარჩები მარტო ახალ წელს და არც დეპრესია გექნება, შენ კი რას აკეთებ?ამბობ :- -ეჰ არა, ფსიქოლოგიც ხომ თქვენნაირი პლასტმასის ადამიანია, რომელმაც სულის ტკივილზე არაფერი იცის, მან განწყობაზე, მიდგომებზე იცის რაღაც სისულელები, რაც სახელმძღვანელოში ამოიკითხა, რატომაა ფსიქოლოგი პლასტმასის?! თავად არაფერი იცი და არც არავისი გჯერა. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია რო იცოდე ადამიანის განწყობას "რაღაც სისულეებიო" არ იტყოდი, ასე რომ გვიანი არ არის ფსიქოლოგი მკურნალი არ არის იგი მოგეხმარება რჩევით განდევნო შენგან დეპრესია და იყო ბედნიერი, წინ მხოლოდ წინ იყურე, წარსული წარსულს ჩააბარე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|