ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2023


●●●(პასუხი)

ნინო დარბაისელს.

*
სიტყვაზე უნდა გენდო,
ადამიანო,
არ მეშინია რომ მომატყუებ,
რადგან ის ვინც ტყუის, თავსაც იტყუებს.
თუ მომატყუებ ორნი ვიქნებით მოტყუებული.
ერთს ეშინია თორემ,
ორისათვის რაა საშიში?

მე ვნახე ერთხელ ახალწვეული,
სავალდებულო სამსახურიდან თავდასახსნელად,
კვლევებისთვის ჰოსპიტალში გამწესებული.

იჯდა საწოლზე,
პალატაში,
ჟღალი თმით,
ტუჩზე სილურჯე გადაკჰრავდა.
ფითქინა კანზე აურაცხელი
ჭორფლი ეყარა
და  ავადობის მიუხედავად,
მაინც უბრწყინავდა
ჭაობისფერი მწვანე თვალები.
იჯდა,
ფეთქავდა.
მუხლისთავებზე ეწყო ხელის გულები
და ასე იყენებდა ხელებს
მხრების საყრდენად.
ისე ფეთქავდა,
როგორც გული.
მას ორი ჰქონდა,
ამიტომაც უჭირდა ალბათ.
არ ეკუთნოდა სამსახური,
არც სამხედრო-სავალდებულო,
არც სხვა.

ახლა, როცა სიტყვაზე გენდე,
მაძიებლობით ცხვირპირნამტვრევი და მაინც ფეხზე მდგომი რომ მგონია თავი,
ჩემთვის დავფიქრდი
ნეტა სხვანი როგორ მხედავენ-მეთქი და
ის ბიჭი წარმომიდგა თვალწინ,
ორგულიანი,
ძლივს რომ ფეთქავდა.
ჩემი პოეზიაც სწორედ ეგ არის.

სხვასთან მსგავსება?
ინტონაცია?
პასაჟები?
აბა რა გითხრათ?!
ალბათ უხილავი რამე ქარია,
ყოველთვის ერთი მიმართულებით რომ გვხრის
და სხვადასხვებსაც მსგავსად გვაშრიალებს.

ის თავს იმართლებს,
ჰა, მოემზადე მკითხველო,
ახლა მარგალიტი უნდა გადმოგიგოროო
და უგორებს კიდეც.
მე თავის მართლებიდან ვერ ამოვსულვარ.
ამიტომ ის მარგალიტებდახუნძლული წიგნებიდან იყურება,
მე იმ ორგულიანი ბიჭივით ვზივარ და ვფეთქავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები