ჯონ კიტსი - მიყვარს ზაფხულის მშვენიერი მწუხრის ყურება
მიყვარს ზაფხულის მშვენიერი მწუხრის ყურება, როცა დასავლეთს აოქროვებს ნათლის მდინარე, ნაზი ზეფირი ასეირნებს ცაში მძინარე ვერცხლისფერ ღრუბლებს; მაშინ გონი გაიყურსება,
რათა მოსცილდეს საზრუნავი, მდარე ჩქურება და შეემატოს სიმარტოვის გულმშვიდ ბინადრებს ფშვიად ალაგას, სადაც შფოთი ვეღარ მძვინვარებს; თვალის ახვევა სულისათვის მომესურვება.
მკერდი მითბება საომარი ჰანგის სიმღერით, ვფიქრობ მილტონზე, მახსენდება სიდნის დიდება, მომელანდება აჩრდილები დიად მგოსნების
და მონავარდეს პოეზიის ფრთებით მიღმეთში, წარმოსახვისას შვების ცრემლი წარმომდინდება, როცა მწუხარე სიმღერებით გავსხივოსნდები.
7 მარტი, 2023 წ.
John Keats - Oh! How I love on a faire summer's eve...
OH! how I love, on a fair summer's eve, When streams of light pour down the golden west, And on the balmy zephyrs tranquil rest The silver clouds, far - far away to leave
All meaner thoughts, and take a sweet reprieve From little cares; to find, with easy quest, A fragrant wild, with Nature's beauty drest, And there into the delight my soul deceive.
There warm my breast with patriotic lore, Musing on Milton's fate - on Sydney's bier - Till their stern forms before my mind arise:
Perhaps on wing of Poesy upsoar, Full often dropping a delicious tear, When some melodious sorrow spells mine eyes.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|