ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2023


***

***

თვალის მიჯნაზე წაიფორხილებს მშრალი სიჩუმე
და უნებლიედ გამოუვა ერთი ილეთი,
რომლითაც უფრო თავს  დაიძვრენს ვიდრე საჩემო
შედეგს მოიტანს შემოწმებულს, ყველა კბილითაც
ვერგადაღრნილი ნერვებივით ზღვარზე  დამტოვებს,
როგორც ხალხმრავალ შენობასთან თოთოს მშობელი,
მზემ არ იფეთქოს თორემ ისეც დამათენდება
და მოხდენილად ხელებს ისევ ავიკაპიწებ,
საქმე ჩვეული მონდომებით რომ შევითავსო,
წყლის კომპანიის დაწყებითმა თანამშრომელმა,
ვზიდო ტომრები ბაზრის დახლთან დანატოვრები,
ვკრიფო ტექსტები პოეზიის გასატესტები,
ვხვრიპო არაყი, გაბრუების მძიმე არაკი,
უღიმღამობით შევინიღბო პერიოდულად
და ამავე დროს ვიღაცისთვის მოულოდნელად
ნება ვიბოძო, გავიკვირვო ვის აქვს იმედი?
შევძლო სიბრაზე გადავზილო დაუზარებლად,
არ გავურიგდე უძრაობას თვალის ხამხამით,
რომლის გადაღმა ჩარიგებულ ხალხის სახეზე
სოციალური მთქნარებიდან გამოვარჩიო,
რა უფრო მეტად უჭირს ცოცხალს - შეუჩვევლობა,
თუ შეჩვეულის მიმართ შიშის გამარტივება?
სად გამოჩნდება ანარეკლი ჩვენი ხმაურის,
წუმპეში რომლის წყალი მერცხლის ენას დაშაშრავს,
თუ მომაკვდავი გაზაფხულის ნარჩენ სხეულზე,
რომელიც ახალ ადამიანს გამოუჩნდება
გაშლილი ხელის გულებიდან სიყვარულივით.

7 მარტი 2023 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები