ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 მარტი, 2023


John Keats - To A Lady Seen For A Few Moments At Vauxhall

ჯონ კიტსი - ქალბატონს, რომელსაც რამდენიმე წუთი ვუყურებდი ვოქსჰოლში

დროის ზღვა ქვიშის მიჯნებიდან წელიწადების
ხუთჯერ მიიქცა, დაუბრუნდა ხუთჯერ ნაპირებს,
რაც შენ გამხვიე სილამაზით დაწნულ ბადეში,
უხელთათმანო თეთრი მტევნით მომინადირე.

ვარსკვლავიან ცას შუაღამით როცა ვუცქერი,
წარმომიდგება მოციალე თვალთა მშვენება,
ხოლო ვარდისფრად შეფერილი ვარდის ფურცლებით
სულს ნატიფ ღაწვთა სილამაზე მოეჩვენება.

გამახვილდება სმენა მზერით ვარდის კოკრების,
შენს ტუჩებს ელტვის, დაეწაფოს რათა მთხრობელის
ტრფიალის ბგერებს და იმედით ძალამოკრებილს
ატკბობდეს ბანგი დამთენთავი, დამათრობელი.

მოგონებისას აღემატე ყველა განცხრომას,
თუმც უშენობით ჩემს სიხარულს ელის დაცხრომა.

12 მარტი, 2023 წ.


John Keats - To A Lady Seen For A Few Moments At Vauxhall

Time's sea hath been five years at its slow ebb,
Long hours have to and fro let creep the sand,
Since I was tangled in thy beauty's web,
And snared by the ungloving of thine hand.

And yet I never look on midnight sky,
But I behold thine eyes' well memory'd light;
I cannot look upon the rose's dye,
But to thy cheek my soul doth take its flight.

I cannot look on any budding flower,
But my fond ear, in fancy at thy lips
And hearkening for a love-sound, doth devour
Its sweets in the wrong sense: -- Thou dost eclipse

Every delight with sweet remembering,
And grief unto my darling joys dost bring.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს