ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დეკაბრისტი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2023


ეგოEastი

ვითვლი მომენტებს, აზროვნების დამცხრალ მიკრობებს
თვლა არეულმა მერამდენედ გამოგიგონო?
ამ ბორდიულებს,
ქვაფენილებს
ვეღარ ვითმენ და...
ჩემი ქალაქი უშენობის ალგორითმია...
მაშინ, როდესაც წესით უნდა მესტუმროს ძილი
ალგორითმს ვაგებ წერტილ- წერტილ
გ(ვ)აკლია მძიმე...
(ანუ გზადაგზა დეფისებით მორზესფერს გწერ და)
მრავალწერტილი  იმედი მაქვს გადავიწერო,
მარჯვნიდან მარცხნივ, ვხეტიალობ ქუჩებში ახლა
იქ სადაც არ ხარ,
უფრო სწორად ვერ იქნები და
ერთი სული მაქვს
გამვლელებში გამოერიო.
რომ უშენობა ქალაქს აღარ - ერითმებოდეს -
ამ ბორდიულებს,
ქვაფენილებს
ადგილებს სადაც,
დავწანწალებ და ნაბიჯები მიწიდან ცამდე
მინდა გადავდგა,  კიდევ ერთხელ თავიდან ვცადო,
არც უშენობა,
ალგორითმი, 
ქალაქი, 
ძილი,
წერტილებს შორის ფაქტია რომ
გ(ვ)აკლია მძიმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები