| ავტორი: ალაბამა ჟანრი: პროზა 17 მარტი, 2023 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კი არ კოცნიდა, ტანს უწუწნიდა ისე უნდოდა. - რატომ შემეცი, დამაძინე. - უთხრა ქალმა და იქით გადაბრუნდა. კაცი ადგა, სამზარეულოში გავიდა, მაცივარი გამოაღო და შიგნით რომ საინტერესო ვერაფერი ნახა, კარი უკმაყოფილომ მიხურა. Სიგარეტს მოუკიდა, ერთ სკამზე დაჯდა და მეორეზე ფეხები შემოდო. Მობილურში ფილმების საიტზე შევიდა, დიდი ხანი იფიქრა, სიგარეტი ჩააქრო და ბოლოს " ემანუელი" ჩართო. ცოტა ხანში ქალიც ადგა და ყავა მოიდუღა. კაცს ტელეფონში ჩახედა და ირონიულად უთხრა - რა იყო კომუნისტი ხარ? - რატომ ? - აბა რა დროს ემანუელია? - რავი მომინდა უცებ და რა შუაშია კომუნისტობა.
ქალს მიკროფონი უჭირავს და ყვირის რაღაცას. კაცი მოშორებით დროშას იქნევს. Ცოტა მერე სახლში წავლენ და კაცი ეტყვის, რომ უყვარს, ქალი გაუღიმებს და ფეხებსშორის ხელს მოკიდებს. კაცს უფრო მოუნდება და... - გაუმარჯოს თავისუფლებას. - გაუმარჯოს ამერიკას. - შევეცი ამერიკას, გაუმარჯოს კანადას. - კანადასაც, მარა რატო. - დაიკიდე, მოდი კიდე მინდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|