ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2023


ყოფას გავეპაროთ "შატალოზე"

დღეები უსახოდ ლაგდებიან,
ისევ აიტანა დარდმა ტანი...
ტკბილი მოგონების გარდენია
ახლა მჭირდება და  მიმიყვანე...
შენში გადარჩენილ ბავშვს გაფიცებ,
გიჟი სურვილები გადავიცვათ!
სანამ გადამყლაპავს დარდი მქისე,
მკლავზე ამიყვავე ანაცერი!
წვიმა გამოვიხმოთ ღრუბლებიდან,
გული ამოვიგდოთ საგულედან,
დიდებიც იმ დროში ბრუნდებიან,
უდარდელობა რომ ეგულებათ...
მოდი, გადავიღოთ ფოტოები
გუბეგანატოპი ბათინკების,
სანამ ეს წუთები მიგვატოვებს,
მერე ვინ რა იცის, სად ვიქნებით...
წამო, მოვიაროთ ის უბნები,
ყოფას გავეპაროთ " შატალოზე",
მოდი, ჩავიდინოთ სისულელე,
გავყვეთ ოცნებების მატარებელს.
ცხოვრება ერთი გარბენია,
სიხარულიდან ტკივილამდე...
ტკბილი მოგონების გარდენია
ახლა მჭირდება და მიმიყვანე...
20.03.23

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები