ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 მარტი, 2023


Борис Пастернак - Нобелевская премия

ბორის პასტერნაკი - ნობელის პრემია

ვგავარ ხაფანგში შედენილ ნადირს,
სადღაც ხალხია, სინათლე, შველა,
დევნის ყიჟინას გავიგებ ნამდვილს 
და არვინ მოჩანს გარშემო მხსნელად.

მახლობლად ტყეა, ნაპირი ტბორის,
ვეება მორი წაქცეულ ნაძვის,
თავს ვერ დავიძვრენ ამაო ბორგვით,
გზა მოჭრილია შემორტყმულ ხნარცვით.

ნუთუ ღალატის ჩადენა ვცადე,
ბოროტმოქმედი მკვლელობებს ვლამობ?
მთელი სამყარო ვატირე ცხარედ,
ჩემი სამშობლოს ტკივილის გამო...

თუმცა ახლოა სიკვდილი ახლა,
მჯერა, დადგება ის ჟამი მალე, 
როცა მზაკვრობის და მტრობის ძალას,
სიკეთის სული სრულიად დაძლევს.

28 მარტი, 2023 წ.



Борис Пастернак - Нобелевская премия

Я пропал, как зверь в загоне.
Где-то люди, воля, свет,
А за мною шум погони,
Мне наружу ходу нет.

Темный лес и берег пруда,
Ели сваленной бревно.
Путь отрезан отовсюду.
Будь что будет, все равно.

Что же сделал я за пакость,
Я убийца и злодей?
Я весь мир заставил плакать
Над красой земли моей.

Но и так, почти у гроба,
Верю я, придет пора —
Силу подлости и злобы
Одолеет дух добра.

1959 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს