 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 2 აპრილი, 2023 |
მე წაგიკითხავთ უტოპისტურ ხელოვნებაზე იმედი არ მაქვს ახლაც არაფრის. მხოლოდ ფურცელი, მხოლოდ ქაღალდი საპირფარეშოს სარკე. უხეში უფრო დაბალი, ვიდრე მაღალი კაცი მაკვდება, სისხლს ღვრის ცხვირიდან და ენატრება თევზი - ახალი ჭამდა კონსერვებს. გარეთ კონსიერჟს ჩემი ქურთუკი თავხედ გოგოსთვის გამოურთმევია. გარეთ ფხიზელი კონსიერჟები ჩემი კაცური ჟესტით ტკბებიან. ბოთლის ნამსხვრევი მისერავს მუხლებს. (ამდენი ფხვნილი არ შეიძლება). მე მელოდება სვანეთში მუხბე აქ - ჯოჯოხეთში გასეირნება. როგორც ქარისგან მოსხლეტილ ჩიტებს მე მის ხელებში დარჩენა მინდა. და ერთი დიდი სენი არ მჭირდეს, მე ყველაფერი უბრალოდ მინდა. სივრცეში მისი თმები ჩნდებიან, სივრცეს ვადედებ და მის სიცილებს. თქვენ კი, გოგონი, უცხო მთებიდან გზად უსათუოდ ჩამომიცილებთ. და მოგონილი არის ალერსი ჩემი ჩვევაა ზრუნვა უცხოზე ისე, რომ მინდვრად დახეთქილ ნერგებს პერანგის მკლავით ნახეთქს ვუხორცებ. პოეზიაში რა გესაქმებათ, გაწიეთ თქვენი სუსტი მკლავები, აქ ხომ ჯელტმენებს ტროას გმირები უსასტიკესი ხერხებით კლავენ. მე ეს ლექსები გზად არ მინახავს არც რამე უცხო მომიგონია. და როგორც მისი თვალის მინანქარს მკლავს მოქცევები მელანქოლიის, და როგორც მთებში გაქცეულ ირმებს მე მისი ტკბილი სუნის გეში მაქვს შეუძლებელი - ქალს შეეშინდეს, და ჩვეულება - თვალთმაქცად დასხლტეს. გზიდან აპრილი ტანში მიძვრება. ჰო, ძველ ეპიკას არ ვეკარები. - მოდი და იქცეს გამოღვიძებად ის სასაცილო პაემანები. რომ სიყვარული უნდო მითია, მშვენიერება ოდნავ ხილული. რომ ერთი ეშმაც არ დამითმია მისი ტანიდან წამობინდული. რომ მხოლოდ მათზე აგებულ ზღაპრებს ელით დამსხვრევა, ქიშპი კერპების. მე ხომ არწივის ამოფრენამდე გამოქვაბულში არ ვიკეტები. და ჩემი ერთი დიდი ცოდვა მაქვს და მისი ერთი დიდი გამხელა რომ სიყვარულის გარეშე გარეთ არ მინდა ცალი თვალით გახედვაც. გზებს მისი თეთრი ლანდი დაყვება მაქვს ახლაც ფორმა ამოუვსები. მომაკვდავ კაცს კი უჭირს ადგომა და მე ჩემს ამბავს ფრთხილად ვუყვები. მას, რა თქმა უნდა, თავის ფრთები აქვს მასაც სხვასავით უნდა გაფრენა. მე მას ვუწოდებ სრულუფლებიანს მის სიკვდილს აღარ აგვიანდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ესე იგი, წავიკითხე გულმოდგინედ ორჯერ, რომ დავრწმუნებულიყავი, პრობლემა რაშია აქ. რა კარგი ახალგაზრდაა ფოტოზე! ასე ჩამოვაყალიბოთ: პოეზია - ხელოვნების დროითი დარგია, (როგორც მუსიკა), უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი სივრცითიცაა (როგორც სახვითი ხელოვნება, ქანდაკება, არქიტექტურა) ოღონდ მას საქმე აქვს არა რეალურ, მაგალითად, ხელით შესახებ, არამედ წარმოსახულ დრო-სივრცესთან) ძალიან ნუღარ გავართულებთ ამაზე მსჯელობას! ვთქვათ მაქსიმალურად მარტივად. მკითხველს სჭირდება ტექსტის კითხვისას წარმოსახვისა და გაგებისთვის გარკვეული დრო და ტემპი, თქვენ რომ მოაყარეთ და მოაყარეთ ეს ყველაფერი, თითქოს არიქათ და სხვა საშუალება აღარ გექნებოდათ რამის თქმისა, მკითხველი ვერ მოგდევთ და გეკარგებათ. შემდეგში იქნებ სცადოთ რამე ერთი ხაზის გაყოლა. შეუშვით ტექსტში ჰაერი! თუ რამეს გაუგებრად ვხსნი, არ მოგერიდოთ, გინდათ აქ მკითხეთ, გინდათ პირადად მომწერეთ და ვეცდები, რამენაირად უკეთ ავხსნა.
ესე იგი, წავიკითხე გულმოდგინედ ორჯერ, რომ დავრწმუნებულიყავი, პრობლემა რაშია აქ. რა კარგი ახალგაზრდაა ფოტოზე! ასე ჩამოვაყალიბოთ: პოეზია - ხელოვნების დროითი დარგია, (როგორც მუსიკა), უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი სივრცითიცაა (როგორც სახვითი ხელოვნება, ქანდაკება, არქიტექტურა) ოღონდ მას საქმე აქვს არა რეალურ, მაგალითად, ხელით შესახებ, არამედ წარმოსახულ დრო-სივრცესთან) ძალიან ნუღარ გავართულებთ ამაზე მსჯელობას! ვთქვათ მაქსიმალურად მარტივად. მკითხველს სჭირდება ტექსტის კითხვისას წარმოსახვისა და გაგებისთვის გარკვეული დრო და ტემპი, თქვენ რომ მოაყარეთ და მოაყარეთ ეს ყველაფერი, თითქოს არიქათ და სხვა საშუალება აღარ გექნებოდათ რამის თქმისა, მკითხველი ვერ მოგდევთ და გეკარგებათ. შემდეგში იქნებ სცადოთ რამე ერთი ხაზის გაყოლა. შეუშვით ტექსტში ჰაერი! თუ რამეს გაუგებრად ვხსნი, არ მოგერიდოთ, გინდათ აქ მკითხეთ, გინდათ პირადად მომწერეთ და ვეცდები, რამენაირად უკეთ ავხსნა.
1. მომეწონა , მაგრამ ცოტა დასაწყისში ვერა, მერე კი, კარგად გაიშალა და მთლიანობაში კარგია. მომეწონა , მაგრამ ცოტა დასაწყისში ვერა, მერე კი, კარგად გაიშალა და მთლიანობაში კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|