- არ მხიბლავს შემოღამება. ეს აგურებზე შემდგარი სახლი და მის ქვეშ კატების ტირილიც, ისეთი შემზარავია. - რა კარგი იქნებოდა ახლა დაყრუება. თვალის სიბრმავეც, შიშის გაქარწყლებაც, მაგრამ ვაი, თუ ვერ გავიგონო, იმ კაცის ძახილი... ვაი, თუ ვერ შევნიშნო, მისი გამოშვერილი ყელი, საჩვენებელ და ცერა თითში მომწყვდეული ყანყრატო, მუდარით რომ მთხოვდეს, ისევ ჩავუბრუნდე ტანში თმასავით სულელი. - არც კარის ჭუჭრუტანა მხიბლავს, შიგ ცალი თვალით სამზერი პოეზია, გამოაღებ და შეგრჩება ჩაღონებული მამა, ხილით სავსე ჩანთით, ჩაქნეული ხელებით. - როდემდე უნდა ვჭამო, ჩემი წილი დარდი? როდემდე ვჭამო დედიჩემისა... მახსოვს, ხეზე ასულს კიბეც გამომაცალეს, ოქროს ჯამ-ჭურჭელში ქოსაობაც ჩამიღვარეს, ისრიმ - მაყვლის წიწილაში ნახარში. - რა ვერ შეიგნეთ, არაა ჩემი საქმე მიკიბულ - მოკიბული ამბების თრევა. გაურკვეველად, არაფრის მთქმელი ლექსის წერა, არც კაცზე აღოღება და თავმჯდომარეობაა ჩემი საქმე. - პირველად რომ გამიხვრიტეს უბე, ღმერთსაც ავძახე - ჰა, მეთქი გადავრჩებითქო?! დადუმდა და გაქრა.
მინდა ქალებსაც შემოგძახოთ, მაგრამ რა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|