ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 აპრილი, 2023


George Gordon Byron - To Inez

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ინესას

ნუ გამიღიმებ სახედაღვრემილს,
არ შემიძლია რადგან ღიმება,
ზეცამ გარიდოს ფუჭი ნაცრემლი
და სატანჯველის კვერთხის ღირება.

ამოცნობა გსურს ფარულ ვაების,
რა ღრღნის ჩემს ლხენას და სიყმაწვილეს,
რომც გაგიმხილო, ფუჭად დაშვრები,
სიმძიმილს ვეღარ გამიადვილებ.

არც სიყვარული, არც მძულვარება,
არც შელახული სხვისგან ღირსება,
არ დამაცილებს ძვირფას არსებას,
ანდა წარმართავს განაპირებას.

გადავაბარე სამაროვანებს
შესაბრალისმა რადგან ხალისი,
შენი ეშხი არ აღმაფრთოვანებს,
გულს სევდა დახრავს გაუსაძლისი.

წყვდიადი სუფევს ჩემში ტიალი,
ის, რაც აჰასფერს ერგო კრულებით -
განკითხვის დღემდე ქვეყნად ყიალი,
არმოსვენება დაუსრულებლივ.

ვერ გაექცევა მის თავს მხედარი
თუნდაც სამყაროს ბოლოს წასული,
მარად იქნება ჩემი მდევარი
სულის მწამვლელი ფიქრის ავსული.

ჩემთვის გამხდარა რაც საზიზღარი,
ბევრს სურს იმგვარი გამოცდილება,
სჯობს, გახანგრძლივდეს მათი სიზმარი,
ჩემსავით ნურვინ გამოფხიზლდება!

თუმც სხვაგან გული გაუხეშდება,
გადავაწყდები მრავალ განსაცდელს, 
ისღა მეყოფა სანუგეშებლად,
რომ უარესი უკვე განვცადე.

ხვაშიადების არ მსურს გამხელა,
რომ არ დამწუხრდეთ სასოწარკვეთით
და აგარიდოთ ყოვლისწამლეკავ
გულში დაგზნებულ სახმილს შავეთის.

20 აპრილი, 2023 წ.


George Gordon Byron - To Inez

Nay, smile not at my sullen brow;
Alas, I cannot smile again:
Yet Heaven avert that ever thou
Shouldst weep, and haply weep in vain.

And dost thou ask what secret woe
I bear, corroding joy and youth?
And wilt thou vainly seek to know
A pang, ev'n thou must fail to soothe?

It is not love, it is not hate,
Nor low Ambition's honours lost,
That bids me loathe my present state,
And fly from all I prized the most:

It is that weariness which springs
From all I meet, or hear, or see:
To me no pleasure Beauty brings;
Thine eyes have scarce a charm for me.

It is that settled, ceaseless gloom
The fabled Hebrew wanderer bore;
That will not look beyond the tomb,
But cannot hope for rest before.

What Exile from himself can flee?
To zones though more and more remote,
Still, still pursues, where'er I be,
The blight of life -- the demon Thought.

Yet others rapt in pleasure seem,
And taste of all that I forsake:
Oh! may they still of transport dream,
And ne'er, at least like me, awake!

Thorough many a clime 'tis mine to go,
With many a retrospection curst;
And all my solace is to know,
Whate'er betides, I've known the worst.

What is that worst? Nay, do not ask--
In pity from the search forbear:
Smile on--nor venture to unmask
Man's heart, and view the Hell that's there.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები