წლები დამწვარა... ცხოვრებაა დიდი ხანძარი, ფერფლივით ფანტავს სინანული ლექსის სტრიქონებს. ვზივარ დაღლილი, მაგრამ, თითქოს, მაინც მართალი და ვერმოხდენილ წარსულების კადრებს ვიგონებ. ვერ მივაგენი თუ რა არის ჩემი განგება, ან რატომ მღერის დილის ჰანგებს ცაზე მზის სითბო. ვაღებ ფანჯრებს და მკერდით დარდზე წამოსაგებად ხორბლის ფესვივით მიწის გულში ჩაღწევას ვცდილობ. სად უნდა ვიშვე, ან რას მომცემს ხელახლა შობა, ან და ტკივილებს თუ ვასწავლი დუმილის ტკივილს. (ეს მერამდენედ) დავივიწყე, პირობა - მოვალ, ვერ მოღწევის თუ ვერ წამოსვლის ლაჩრული შიშით. ეს მერამდენედ დამეკარგა წერის უნარი... წვიმს და აპრილი, ეს ქალაქი, ძველი უბნებით გამომიტირებს... ჯოჯოხეთი არის უარი, განსაკუთრებით შენი თავი რომ გეუბნება. ბზარშეპარული, დაკარგული ქვევრი ვარ თითქოს, მდის ბზარებიდან, რაც მინახავს, ყველა წახდენა. მიყურებს ღმერთი, უიმედოდ და უსახელო ამბებს მიგზავნის სასჯელად თუ გადასარჩენად. მიდიან სადღაც ღამეები, ასე დუმილით. მიდიან ისე, როგორც თავად ბევრჯერ წავსულვარ ჩემივე ნებით. მინანია, თუმცა წუხილის რა იცის ღამემ, რა საქმე აქვს ან სინანულთან. რომელი ფიქრი... გაცვეთილი ყალიბი უფრო. ფიქრი, რომელშიც გამომაწვრთეს, მერე დამჟანგეს, გამაგიჟებს და მიმატოვებს უმტროდ და უფრთოდ, რომ ვერასოდეს დავაღწიო თავი ხაფანგებს. ირგვლივ ხარხარებს სამყარო და ჩემი სიჩუმე როგორ გაწვდება იმ სიმშვიდეს მე რომ მიშველოს. რა მოგიხერხო, რით დაგგლიჯო ბედის სიურჩევ, სულ ნაწილნაწილ რომ ჩაგყლაპო და მოგინელო. ...და ასე მცირე, სანამ მაინც ვხედავ მიწის პირს, სანამ მტკივა და ტკივილისგან ცრემლებიც მომდის, არ დაგივიწყებ! ზამთრის პირის ბასრი სიცივის შემდგომ მინახავს, თოვლის თეთრი სითბო რომ მოდის. ალბათ, შენც მოხვალ. რომ შემეძლოს მე მოვიდოდი. მგონი ნიჭია, ნატრობდე და ახდენის გწამდეს. წვიმს და აპრილი აბრეშუმის მწვანე ტილოთი, ქალაქს უმშრალებს წვიმით სავსე, დაღარულ სახეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "ვერმოხდენილ წარსულების კადრებს ვიგონებ." წარსულები რამდენად მისაღები ფორმაა აქ?
ლექსი ძალიან კარგია, ძალიან, როგორც აქ ხშირად
5 ჩემგან "ვერმოხდენილ წარსულების კადრებს ვიგონებ." წარსულები რამდენად მისაღები ფორმაა აქ?
ლექსი ძალიან კარგია, ძალიან, როგორც აქ ხშირად
5 ჩემგან
3. თითქოს ჩემი ქალაქის, ჩემი წვიმის და ჩემი აპრილის ამბავია...
პოეზიაც ეს არის , ალბათ.
თითქოს ჩემი ქალაქის, ჩემი წვიმის და ჩემი აპრილის ამბავია...
პოეზიაც ეს არის , ალბათ.
2. როგორი სევდიანი და კარგად შესრულებული
.წვიმს და აპრილი აბრეშუმის მწვანე ტილოთი, ქალაქს უმშრალებს წვიმით სავსე, დაღარულ სახეს. როგორი სევდიანი და კარგად შესრულებული
.წვიმს და აპრილი აბრეშუმის მწვანე ტილოთი, ქალაქს უმშრალებს წვიმით სავსე, დაღარულ სახეს.
1. ლამაზია, მომეწონა ლამაზია, მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|