 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 11 მარტი, 2009 |
ადამური პოეტური ხილვანი
,,ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ, ცივი მაინც იყო ან ცხელი.’’ გამოცხ. 3.15.
...ნაძერწი... ...ნაქარგი... ...ნახატი... და შემორჩენილი, სიტყვა ნათქვამი... მან დაინახა ხატი და იქცა იმად, რაც მხოლოდ მისთვის იყო მთავარი. ქმნილი ,,ხატად ღვთისა’’... ბოლო სისტემა?!... სულმოსაძებნი, მიძინებული ძველი სიმღერა... სამოთხის პატრონი ძველი... ჩასიძებული, თუ?!... რაღაც თვალით შეცბუნებული, ჩუმი და მფრთხალი, ცოდვის სუნით შეწუხებული... კაცად ნაძერწი, და ნაფერალი, გამოდევნილი, სიტყვით ნაროზგი, გულდაფლეთილი მიწის ტირილით... ცდუნების ეშხით შეკმაზული, ლეღვის ფოთოლაფარებული, შიშვლად შთენილი... გველური ღიმით მოსრიალე, ევას სიზმრიდან... შური და შუღლი, კაცთა მოდგმის მოუღალავი ძველი სტუმარი: ნალოდინარი, ნალოგინარი, ნასამოთხალი, და ნახული... აკრძალული ხილით ივსება ეზო და კარი! კარს იქით, მარტოდ, იმ მეორე ნაპირზე მდგარი, მჭმუნვარე სახის რაინდი, იგი, მარად გაუღიმარი... და... მაინც ხსნის იმედით უჟამოდ მთვრალი... 2004წ. 1 აპრილი.
(პირველი კარის დასასრული- გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. აკრძალული ხილით ივსება ეზო და კარი! კარს იქით, მარტოდ, იმ მეორე ნაპირზე მდგარი, მჭმუნვარე სახის რაინდი, იგი, მარად გაუღიმარი... და... მაინც ხსნის იმედით უჟამოდ მთვრალი... აკრძალული ხილით ივსება ეზო და კარი! კარს იქით, მარტოდ, იმ მეორე ნაპირზე მდგარი, მჭმუნვარე სახის რაინდი, იგი, მარად გაუღიმარი... და... მაინც ხსნის იმედით უჟამოდ მთვრალი...
15. ნადიდგორალი,ნაშამქორალი გამახსენდა. ნადიდგორალი,ნაშამქორალი გამახსენდა.
14. ნალოდინარი, ნალოგინარი, ნასამოთხალი, და ნახული... აკრძალული ხილით ივსება ეზო და კარი ნალოდინარი, ნალოგინარი, ნასამოთხალი, და ნახული... აკრძალული ხილით ივსება ეზო და კარი
13. +2 შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. დანარჩენს ხვალ წავიკითხავ. ძალიან მომწონს. +2 შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. დანარჩენს ხვალ წავიკითხავ. ძალიან მომწონს.
10. საინტერესოდ და თან სასიამოვნოდ საინტერესოდ და თან სასიამოვნოდ
9. საინტერესოდ ავითარებ, დინამიურად... საინტერესოდ ავითარებ, დინამიურად...
8. იმედი... იმედი... იმედიიი იმედი... იმედი... იმედიიი
7. შური და შუღლი, კაცთა მოდგმის მოუღალავი ძველი სტუმარი: მაშინ იყო ძველი სტუმარი და... ეხლა ?:(
დაველოდოთ გაგრძელებას:) შური და შუღლი, კაცთა მოდგმის მოუღალავი ძველი სტუმარი: მაშინ იყო ძველი სტუმარი და... ეხლა ?:(
დაველოდოთ გაგრძელებას:)
5. სიტყვათა გაშლილი დიაპაზონი!!! სიუჟეტური განვითარების საინტერესო ფორმა... მშვენიერია მათე ბიჭო!!! სიტყვათა გაშლილი დიაპაზონი!!! სიუჟეტური განვითარების საინტერესო ფორმა... მშვენიერია მათე ბიჭო!!!
4. გველური ღიმით მოსრიალე, ევას სიზმრიდან... შური და შუღლი, კაცთა მოდგმის მოუღალავი ძველი სტუმარი: ნალოდინარი, ნალოგინარი, ნასამოთხალი, და ნახული... მდაა... გველური ღიმით მოსრიალე, ევას სიზმრიდან... შური და შუღლი, კაცთა მოდგმის მოუღალავი ძველი სტუმარი: ნალოდინარი, ნალოგინარი, ნასამოთხალი, და ნახული... მდაა...
3. ნასამოთხალი იგი, მარად გაუღიმარი... და... მაინც ხსნის იმედით უჟამოდ მთვრალი...
=D> მაგარია ნასამოთხალი იგი, მარად გაუღიმარი... და... მაინც ხსნის იმედით უჟამოდ მთვრალი...
=D> მაგარია
2. ცოდვის სუნით შეწუხებული... კაცად ნაძერწი, და ნაფერალი, გამოდევნილი, სიტყვით ნაროზგი, გულდაფლეთილი მიწის ტირილით... -კარგი პორტრეტია... ზუსტი...5 ცოდვის სუნით შეწუხებული... კაცად ნაძერწი, და ნაფერალი, გამოდევნილი, სიტყვით ნაროზგი, გულდაფლეთილი მიწის ტირილით... -კარგი პორტრეტია... ზუსტი...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|