ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2023


Immobilitas

დგას და ირგვლივ ჭაჭანებაც არსად არი კაცის,
თაღი, როგორც მეხამრიდი, ცას ჭექას არ აცდის,
ცრის და ისე ელოდება თავის დემოკრიტეს,
თითქოს მეცხრე სიმფონია მეცხრედ უნდა სჯიდეს.

ბნელა, ბნელა მიღმა კვლავ ამ აუტანელ ფარდის
და თეთრ სიცარიელეში მზე სულივით ჩადის.

1999

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები