 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 18 ივნისი, 2023 |
გაჯახუნდება სადარბაზოს კარი ხოლმე დამფრთხალი კატების გამომწვევად. კორპუსის პირველად დამტოვებლს ფეხებში ებლანდება საფეხურებზე დაგლესილი დილის იხტიბარი. ადრე მყარი იყო მახსოვს, მერე დრომ ისე გადაზილა, გადააგვარა, გახადა წებოვანი, თითქოს საქმე გაუადვილა ნამსხვრევების შეგროვებით გაბეზრებულ ადამიანებს. არა და იხტიბარს ვინ გაბზარავდა, ან ვინ გაიტეხდა. ვის მიუწვდებოდა ხელი? ყველაფერი დრომ ჩაიდინა. მერე ძალიან დაგვიმახსოვრა ცხოვრების თითოეული მიმყურადებელი, თავიდან დაიწყო ჩვენი გამოფხიზლება, მაგრამ არა პირვანდელივით. დაგვრთო ნება გვეხელმძღვანელა სიცარიელის კარნახით, ავჩქარებულიყავით, ავდევნებოდით გზიდან ყველა წაბორძიკებულს, მხარში კი არ ამოვდგომოდით, პირიქით, დავლოდებოდით როდის დაქანდებოდა საგულდაგულოდ, რომ შეგვძლებოდა გადასწრება, გადაბიჯება და ამას თუ მოვახერხებდით, გადამლაშებული სიტყვითაც შეგვემკო ჩვენი მარიფათი. რა უშავს თუ ნასესხები პურით მოთქმულ სულს შემოვაცალე ის რაც მეზედმეტებოდა, რა უშავს თუ ცოტა დავრჩი ან სულაც გავილიე, არც იმას უშავს თუ აქამდე ვერ ვიაზროვნე
ასეთუისე პოეზია ხომ ოდნავ მაინც გამომივიდა, რომელიც შორიახლოსაც არ მიკარებს.
17 ივლისი 2023 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გამოგდის პოეზია, აშკარად :)
გამოგდის პოეზია, აშკარად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|