 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2023 |
რა სევდიანია, ამ უკუნეთში, პაწაწინა ღრიჭოდან შემოღწეული მზის სხივიც რომ დაიკარგება...
მზე ჩავიდა. სიცოცხლის ნაპირზე მდგომს არჩევანი მაქვს - ან შევდივარ მასში, თითებს ვშლი და ვცლი იმისგან, რაც ხელში მიჭირავს, ან...
ვერაფერს იტყვი, "გენიალური" შეფარდებაა - ზღვა სიცოცხლე და ცხოვრება პეშვში.
მე რა გიწოდო, უმისამართობავ, თუკი უკვე ღმერთს გეძახიან? შენ იკვებები მხოლოდ ნათებით, - მკვდარი სულების ენერგიით, ფუჭი ქმედებებით. არავინ იცის, არავის ესმის, დინამოს შესაძლებლობის მიღმა რა იმალება... დრო გაილია, ათასიდან ერთ ღმერთამდე დამყვანებისთვის. და რომც გამოჩნდეს, რას გაიგებენ მისას ამ ცრუ სიცოცხლის სიბობოქრეში.
თავს ვიტყუებდი, ვერ გავაგონე თითქმის ჩემიანს, ჩემსავით ბნელში ძლივს მანათობელს. და ამიტომაც ვივიწყებ ამ არჩევნის შესაძლებლობას. ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, სიცოცხლევ, შენკენ... თითებს ვძაბავ, რაც მაქვს იმის შესაკავებლად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ნიკე... ფილოსოფიური ელემენტებით გაჯერებული , საინტერესო ლექსები და განსხვავებული აზროვნება გაქვთ, ამიტომ ვიცლი თქვენთან შემოსახედად, აგრეთვე ურაკპარაკიც მიყვარს, დროში კი ნამდვილად შეზღუდული ვარ . ნიკე... ფილოსოფიური ელემენტებით გაჯერებული , საინტერესო ლექსები და განსხვავებული აზროვნება გაქვთ, ამიტომ ვიცლი თქვენთან შემოსახედად, აგრეთვე ურაკპარაკიც მიყვარს, დროში კი ნამდვილად შეზღუდული ვარ .
2. ჰო :(
მადლობა, მუხა, ჩემთან შემოსახედად რომ იცლი. ჰო :(
მადლობა, მუხა, ჩემთან შემოსახედად რომ იცლი.
1. რა სევდიანი და მძიმე ლექსია. რა სევდიანი და მძიმე ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|