მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ნიკე...
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2023
●●●(ისე რა!)
***
სიყვარულით იწვის მთვარე,
დნება,
როგორც სანთელი,
ზღვის კალთებზე ათინათობს,
ღამეს ავსებს ნათელით.
ღრუბლებსაც კი გაანაზებს
უნაზესი მუზებით,
სიყვარულის მსუბუქ ლექსებს
სატრფოს წვიმად უგზავნის.
ზღვა ნისლებად აიწევა,
ქარის ფრთებზე ტაატით,
ნატიფ კოცნით,
რწევა-რწევით,
დნება ღამის საათი.
დღისით მუდამ ვნებებს მალავს
ღამ-ღამობით ივსება.
მზე,
კივილით ჩამავალი,
ისევ ვენებს ისერავს.
მე რა მესმის?
ესმით ვარსკვლავთ,
მიმოპნეულთ ბისერად,
ამიტომაც ვერას ვამბობ
და ეს ლექსიც - ისე რა!
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
და ცარიელი, როგორც საპნის ბუშტი. :)
მადლობა, მუხა.
და ცარიელი, როგორც საპნის ბუშტი. :)
მადლობა, მუხა.
ნიკე....
2023-06-25 13:28:58
1.
მე რომ მომწონს ისეთი ლექსია!
მელოდიური, გულიანი, სიყვარულიანი!
მე რომ მომწონს ისეთი ლექსია!
მელოდიური, გულიანი, სიყვარულიანი!
მუხა.
2023-06-24 01:15:00
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
27.06.2026 02:22:49
საიტის წევრს ნიკით:
orange
ვულოცავთ დაბადების დღეს