ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2023


მენატრება ის დრო, რომ ვცეკვავდით ერთად...

მენატრება ის დრო,
რომ ვცეკვავდით ერთად...
ახლა გრანელივით
ვიარები კენტად.

მსურს ვიცეკვოთ ისევ
,,დავლური“ ან ,,სიმდი“,
აფსუს! მერცხალივით
რა შორს გამიფრინდი.

მინდა გამიხარო
სევდიანი გული,
ბავშვობიდან მოგვდევს
ცეკვის სიყვარული.

შენს ცერებზე დგომებს
ვიხსენებ და მჯერა:
კვლავ მოვიგებთ ომებს,
გალაღდება კერა.

გწამდეს: ჩვენი მიწა
იამაყებს ჩვენით,
შენ - ქართული კაბა
ღიმილივით გშვენის.

მენატრება ის დრო,
რომ ვცეკვავდით ერთად...
ახლა გრანელივით
ვიარები კენტად.

მსურს ვიცეკვოთ კიდევ
,,დაისი“ ან ,,სიმდი“,
ვაი, მერცხალივით
რა შორს გამიფრინდი.

ოთარ რურუა

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები