ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2023


ჩვენია...

ისევ მეწვია მუზა და
შემომეწერა დარდიანს,
გორგასალს ვუქებ მუზარადს,
გმირობას - ცოტნე დადიანს.

ვლოცავ ბასიანს სოსლანის -
თამარის თანამეცხედრის,
სხვის მიწაში წევს მგოსანი -
რუსთველი - შვილი მესხეთის.

თუმც არამხოლოდ მესხეთის,
ის მთელი ქვეყნის შვილია,
რეკენ ზარები დღეს მცხეთის,
ამ მიწის გამოზრდილია

არსაკიძეც და შორენაც,
მეფე გიორგიც, გირშელიც,
განვიცდი მათ განშორებას,
მხოლოდ სიმღერა მიშველის.

მსურს: არჩილ კერესელიძის
ვიმღერო „სვეტიცხოველი“,
მაოცებს ფერი ჩემი ცის,
წყალობას ღვთისგან მოველი.

შეგვერგოს სადილ - სამხარი,
ის მიყვარს, - რაც დაგვრჩენია,
ჩვენია ვარდისახარიც,
თარაშ ემხვარიც ჩვენია.

მე სიხარულის ცრემლებით
მოვრწყე ჩემივე მინდორი,
ვწერ სიამაყის შეგრძნებით,
მეამაყება დიდგორი.

გავჩნდი... შუბლზე მცხეს მირონი,
დამათვრეს საპოვნელათი,
ბედიაც მაქვს და ილორიც,
მაგრამ სულ სხვაა გელათი.

ვარ ისტორიის მქებელი,
მომფერებელი ვაზისა,
ამ ლექსში გამცოცხლებელი
ქუჯის და ფარნავაზისა.

ვიხსენებ გამსახურდიას,
კოსტავაც არ მავიწყდება,
ორთავე ნამსახურია,
არასდროს დამავიწყდება.

ასეა... ვამბობ სიმართლეს,
ტყუილის თქმაც არ მჩვევია,
ჩვენია ქვეყნის სინათლეც,
ეს საქართველოც ჩვენია.

ოთარ რურუა

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები