ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2023


ფსალმუნი

უფალო, ჩემს სულს
შეგავედრებ,
მდევნის საული.
გთხოვ, შემიწყალე,
ამარიდე
დანაშაული.

შენ მართალი ხარ,
გული გატკინე,
ეს ცოდვა მთანგავს.
უტყუარი ხარ,
ჩემი სიმართლე
სიმართლეს
არ ჰგავს.

ნუკი დამთრგუნავ,
ნუკი დამსჯი,
დამიცხრე ჟინი,
რომ ცოდვებისგან
მობრუნებულს
მასმინო ლხინი.

სახე არიდე
ჩემს შეცდომებს,
წაშალე ბრალი,
მხოლოდ შენ
გვედრებ,
მხოლოდ შენი
მექნება ვალი.

ნუ უკუმაგდებ,
დამიბრუნე
ხალისი ლოცვის,
ნუ გამიმეტებ,
ჟამიერ მყავ
შვების და მოცლის.

საბრალო სული ჩემი
ცოდვებს თავს რომ
არიდებს,
მიხსენ სისხლთაგან,
ღმერთო ჩემო,
ენა გადიდებს.

თუკი აღხოცავ
ამ ჩემს სულის
ყოველგვარ ვნებას,
ბაგენი ჩემნი
აღგივლენენ
დიდებას, ქებას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები