ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეგა ოდიშელი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2023


ძველი ლექსები

მე როგორ გითხრა როგორა ვარ, ცოტა არ მახსოვს,
რა დამემართოს ? დარდმა სული ესე მოხარა.
აჰაშიშდება ჰორიზონტზე მთელი დამასკო
და სადღაც ქარში დაიღლება სკარლეტ ო'ჰარა.

გაივლის კიდევ საუკუნე ვერ შეცვლი ამ მზეს ,
არც ეს მუსიკა შეიცვლება თუ ცას  გათიშავ,
ჰქონდა ოცნებად ასულიყო ღმერთამდე, რამზესს
და დედამიწას დაუტოვა მისი სანიშნე

თუმცაღა დიდი ამბიცია მე არ მქონია,
არც ღმერთთან ახლოს მისვლის არ მაქვს ამბიციები ,
უბრალოდ ვიცი , ვიცი არა გამიგონია ,
რომ  მამას უნდა უსათუოდ ჯობდეს შვილები.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი არის პირიქით
და არც პირიქით , ყველაფერი არის ცალმხირვად,
ავსებული მაქვს სამეტყველო თითქოს კირიქვით ,
ჩემი ნიჭია ჩემი ნიჭის ისე დაცხრილვა

რომ არ წამომცდეს სამყაროზე რამე აუგი
რომ ყველაფერი თითქოს მართლა ჩემი ბრალია ,
მაგრამ ფაქტია ამ სამყაროს მე ვერ გავუგე
და გული მწყდება, გული მწყდება , ჩემზე, ძალიან..



***

შენ ვერასდროს ილაპარაკებ ჩემს დანგრეულ სახლზე
და ვერასდროს იტყვი ,
რომ იქ ცხოვრება კარგია..

მეც ვერ ვილაპსრაკებ
ჩვენს დსნგრეულ სიყვარულზე,

მაგრამ გეტყვი
ახლა,
დივანზე მიგდებული
ორმაგად უფრო გსპარტახებული
ვარ ვიდრე ოდესმე..

ახლა ამ ნანგრევებში
თითო ნატეხით უფრო მეტია
ჩემი სიყვარული
და შენი წასვლის ტკივილი..

ღამით
ყველა აგურს სანთელს ვამაგრებ,
ვანთებ,
ღმერთს კი არ ვუხმობ,
ვარსკვლავებს დავცინი..

**


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს