ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2023


●●●(თმენა)

არსად სმენია
ამის შესახებ, -
ან რიტუალად ვერ ჩამოყალიბდა,
ან სიმძიმის გამო
გაცვდა-დაინთქა.

ბებოს მარხავდნენ...

ოქტომბრის ბოლოს,
საფლავისაც რომ არ ყოფილიყო,
მიწა ცივია...
და გაცივდა მისი ბავშვობა.

ის მაგრდებოდა...

საფლავისთვის
ჯვარსაც თუ თავი ვერ მოაბა,
არა თუ მესერს,
ცოცხლებს  აბა როგორ აუვიდოდა?!

მამამ დატოვა...

პნევა დაიწყო საფლავის მიწამ.

თუმც ფიზიკურად არსად წასულა
დედა - ფარვანა...
ფრთებსაც იწვავდა...
და მოსაშუშებლად  უბრუნდებოდა...

იბზარებოდა...

მაგრამ ყოველთვის,
როცა თმენის ძაფი უწვრილდებოდა,
გამაგრდიო,-
ჩაესმოდა.
გონს ეგებოდა და
თმენას ისეთი ძალით ეჭიდებოდა რომ...

ბებოს მარხავდნენ...

მოხუცი ქალი,
საფლავის მიწას
მუჭით ბეჭებში აყრიდა,
გამაგრდიო, -
ჩასჩურჩულებდა.

ამ გამაგრებას
წლების შემდეგ თმენა დაარქვა
და თუმცა ლექსი არ ენახა სადმე,
წუწუნს რომ ასე დამსგავსებოდა...
მაინც არ გადაიფიქრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს