ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: იუმორისტული
15 ივლისი, 2023


დაესიზმრა პარლამენტარს...

დაესიზმრა პარლამენტარს
რაღაც გაუგონარი,
ხალხის რჩეულს, ბედით ნეტარს,
დამტანჯველი კოშმარი;

ჩამოერთვა სრა-სასახლე
და შენობა ურიცხვი,
საიდანაც გაასახლეს,
ბრბო დამკვიდრდა უვიცი;

მოძრავი და უმოძრაო
გაქრა ავლადიდება
და თან გაჰყვა უმორალო
პატივი და დიდება.

გაუნულდა ყველა მისი
ანგარიში ბანკებში
და მოაკლდა შესატყვისი
ნუგბარი და საკვები

და ცხოვრების უსახსრობამ,
ერთ დროს ამაყს, გულაზიზს,
თავმდაბლობა უსახსოვრა
და ნაკლები მურაზი,

გაჭირვების ყველა კირთი
გონებისთვის გაცხადდა,
სიღარიბის მძიმე ტვირთი
როცა ტანით განსცადა.

გამოფხიზლდა... ჭირის ოფლის
მოიცილა ნესტარი,
შეიმეცნებს სიბრძნეს სოფლის
ნეტავ პარლამენტარი?!

15 ივლისი, ვლაქერნობა, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები