ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2023


დამანებოს თავი

ვეღარ ჩაწვდი ჩემი გულის  სიღრმეს,
ვერც გამითბე გაყინული  ხელები ,
სიტყვების სახლს ქარიშხალი მინგრევს,
სისხლში დაქრის მერე ხველები-ხველებით.

ჩემს წილ ზეცას მიათრევენ მგლები,
აღარ მწყალობს ოლარების სიწმინდე,
მესიზმრება თითქოს გახსენდები,
ისევ როცა გნახავ, ვიცი, იწვიმებს.

ადრე წუთებს უკვდავებით ვრთავდი,
ნეტავ სულის პერანგს ხშირად ვიცვლიდე,
დამანებოს პოეზიამ თავი ,
დამანებოს სიყვარულმაც სიცივე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები