ტომას სტერნზ ელიოტი – ჰიპოპოტამუსი
ჰიპოპოტამუსი სქელგავა იერის და დიდფაშვიანი, განცხრება წუმპეში, თუმცა გვეჩვენება მტკიცე და ძლიერი, ის მხოლოდ სისხლია და ხორცი უხეში.
ნაშობი მძვინვარ და საშიშარ მტაცებლად, პანიკურ შეტევებს განიცდის ბედასლი; ნაღდი ეკლესია აროდეს მარცხდება, რადგანაც საფუძვლად მიეცა კლდესალი.
ხანდახან ბეჰემოტს აწუხებს ჭირვება და ნაბიჯარეულს შიმშილი ამუნჯებს, ნამდვილ ეკლესიას ჯაფა არ სჭირდება, თავი მოუყაროს უამრავ საუნჯეს.
საბრალო პოტამუსს აროდეს შეძლებია, რომ ჩამოეწყვიტა მანგოს ხის ნაყოფი, ზღვისგაღმა ქვეყნიდან თუმცა ეკლესიას აქვს ბროწეული და ატამი სამყოფი.
ღრიალით ხმიანობს, როცა ამძუნდება, ჰიპოპოტამუსი ველურის მსგავსია, თუმც ყოველ კვირადღეს ჩაგვესმის - ბუნება ეკლესიისა და უფლის, ერთარსია.
დღისით თვლემს და ღამით ცხოველი უმცხრალი, ნადირობს, გამოდის მყის საასპარეზოდ, მაგრამ დაფარულად ახერხებს უფალი, სძინავს ეკლესიას და თანაც ტრაპეზობს.
ვხედავდი, ამაღლდა პოტამი ფრთასხმული, მოშორდა სავანას და ძლივსღა მოჩანდა, გაისმა ანგელოზთ გალობა გაბმული და სივრცე აღავსო ღვთის ქების ოსანამ!
განბანს კრავის სისხლი, ნაჯაფარს, დამაშვრალს, მიირქვამს მკლავები უხორცოდ ნაგები, როცა განეხვნება ზესკნელის კამარა, დაუკრავს არფაზე ღვთაებრივ ჰანგებით
და განსპეტაკდება, ვითარცა მარტვილი, იხილავს წამებულ ქალწულებს აურით, ეკლესია კი ძირს რჩება ნამდვილი, მოცული ნესტიან სიმყრალით არმურის.
20 ივლისი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetry-archive.com/e/the_hippopotamus.html
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|