ტომას მური - მერწმუნე, თუკი სიჭაბუკის ყველა მშვენება
მერწმუნე, თუკი სიჭაბუკის ყველა მშვენება, მადლი უებრო სილამაზის და საწინდარი, ხელს გაუსხლტება მომავალში, გადაშენდება და აორთქლდება ჯადოსნური მოსანიჭარი, გეთაყვანები როგორც ახლა, მერეც აგრეთვე, თუნდ სილამაზე ჟამის ავმა თვალმა გათვალოს, გულის სანუკვი ყველა ზრახვა ძვირფას ნანგრევებს შემოეხვევა გარეშემო მწვანე ფათალოდ.
განა იმიტომ, ახალგაზრდა რომ ხარ, თვალადი, შენი ღაწვები არ შერყვნილა ცრემლით, ღარებით, ასაკოვანიც ენდომები ჩემს სულს მარადის, გაძვირფასდები, მეყვარები მთელი არსებით. ნაღდად ვინც უყვართ, არასოდეს ბედის ანაბრად არ დატოვებენ და არ უნდათ გადავიწყება, ვით მზესუმზირა მის ღვთაებას მუდამ თანაბრად თაყვანს სცემს როცა ჩადის, ანდა დილა იწყება.
31 ივლისი, 2023 წ.
Thomas Moore - Believe me, if all those endearing young charms
Believe me, if all those endearing young charms, Which I gaze on so fondly to-day, Were to change by to-morrow, and fleet in my arms, Live fairy-gifts fading away, Thou wouldst still be adored, as this moment thou art, Let thy loveliness fade as it will, And around the dear ruin each wish of my heart Would entwine itself verdantly still.
It is not while beauty and youth are thine own, And thy cheeks unprofaned by a tear, That the fervor and faith of a soul may be known, To which time will but make thee more dear! No, the heart that has truly loved never forgets, But as truly loves on to the close, As the sunflower turns on her god when he sets The same look which she turned when he rose!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|