ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2009


გამოსულელებული წრილი ბარნოს

  იცი? შენ როცა მოიწყინე მე ბევრს ვფიქრობდი. შენზე, მასზე და კიდევ მასზე... ჰო კიდე ჩემზე, ჩვენზე და დიდ შამილიზეც. ჩნდებოდა კითხვები, მერე პასუხები, მერე კიდევ კითხვები  და მიკვირდა, მერე მეღიმებოდა, მერე კიდევ მიკვირდა და შენი თქმის არ იყოს მგონი სულ გამოვსულელდი. ამიტომაც დავიწყე ამ სულელური წერილის წერა. მანმადე როცა შენს წერილს ვკითხულობდი ვფიქრობდი, ალბათ ბარნოს სხვანაირი ფორმის გული აქვსთქო.
  რა გაგიკვირდა მუსი? რავიცი აბა, კიკინიან და წითელ კეტებიან ჰეიდებს, არამგონია ჩვეულებრივი გული ჰქონდეთ. და საერთოდაც არიან კი ასეთი ჰეიდები? არც ეგ მგონია. სულელი ვარ ჰო? აი ეხლა ვიცი როგორ ჰეიდურად ხითხითებ და მაგრად მეცინება.

-ჰეჰ, მაგარი იყო, სხვანაირი გულიო? მაინც როგორი ფორმის მაქვს ნეტა?
-ალბათ ციყვივით კუდი ექნება, ან რავიცი კიკინა
-ისე მეც მგონია რომ სხვანაირი ფორმის გული მაქვს – სულ იცინის ეს გოგო
-ჰოო? მე დაგასწარი
-უი კეტები ახლაც მაცვია იცი?
  მოდი და არ გაგეციბნოს, ღამის 2 საათზე მეუბნება კეტები მაცვიაო. გიჟია რა, ზის და ჩათაობს თან თავის კეტებზე კაიფობს თან ვიღაც დებილს ნერვებს უშლის, მერე მე მიკოპირებს და ორივე ვხალისობთ.
-დებილია
-წადი შენითქო მიწერე
 
  მერე ისევ ღიპიან და მელოტ კაცებზე ვყვებით. მე ღიპიანებზე ალერგია მჭირს, ზატო მელოტებზე გადავინაცვლებ. აი ბარნოს ღიპიანებშიც და მელოტებშიც ბედი აქვს, მაგრამ რადგინდა. ერთმა მაგალითად ვერც ნარიყალაზე იპოვა ადგილი, არც მეტეხის ხიდზე გაუმართლა და ბოლოს ალბათ დიდუბის ხიდიდან უშველა თავს. მას მერე არაფერი გაგვიგია, ბარნო კიდევ კაიფობდა ერთით მეტი ერთით ნაკლები კალოშიო. რას გაუგებ ჩემს მეგობარს.

-მუსი ნეტავ თვალებივით ცისფერი გული ხო მარ გაქვს?
-ჰააააააა? ეხლა პიდარასტი გულიც გამიხადე რა
-არადა ვარდისფერი უფრო საშიშია
-აუ, პედო ან ლეზბო გული თუ მაქვს დარხეული მაქვს
  ამას რა და ჩვენ ვიკითხოთ თუ ასეა, მიდი და გაასწარი მერე არ გინდა?
-ან იქნებ სულ პაწაწინა, ერთი ციდა გული გავქს?
-ან შეიძლება არ მაქვს საერთოდ
  სიცილის სმაილებს ვგზავნი ვირტუალური სადენებით და ვფიქრობ შანსი არაა, ამდენ რამეს ის ევერ დაიტევდამეთქი. მაინც მგონია რომ დიდი და უცნაური ფორმის გული აქვს. ჰო ასე იქნება აუცილებლად.
 
  მერე... მერე გარეთ ქარი უბერავდა და გზასთან ვიღაც რაღაცას მღეროდა ნამთვრალევი ჩახლეჩილი ხმით. მერე წარმოვიდგინე რომ ის ვიღაც მელოტი და ღიპიანი უნდა ყოფილიყო და რამოდენიმე თმის ღერს (თუ საერთოდ ჰქონდა) ქარი უწეწავდა,  ის კი მთელი ძალით და შემართებით მაინც თამამად მღეროდა. დებილივით მეცინებოდა და ვწუხდი რომ ბარნოს უკვე ეძინა.
  მერე წარმოვიდგინე ბარნო წითელი კეტებით, თავზე კიკინით, ჯიბეში ხელებით, როგორ მოდის ჩემსკენ ჰეიდურად და მეჯღანება, მე კიდევ ცხვირზე ვკბენ და ორივე დებილებივით ვიცინით. მერე ჩვენებურად მივდივართ და ხიდიდან ვყრით რაღაცეებს, რაღაცეებს ვიღაცეებსაც ვაყოლებთ, ფეხზე ვიკიდებთ და  გავრბივართ უსასრულობაში, ჯადოსნურ ზღაპარში, თბილი ფერებით გაჯერებულ სამყაროში სადაც პრინცები  და პრინცესები კიდევ არსებობენ.

-აუუუუ ბარნოოოო, ინდურ ფილმს ვუყურებ ბოშკოოოოოოოოო
-შენ სულ გაუბერეეეეეეეეეეეეეეე
  არა, მაინც სხვანაირი გული აქვს ბარნოს. დიდი და უცნაური ფორმის.


პ.ს. გამოსულელებული წერილი გამოსულელებული ავტორისგან, გამოსულელებულ ადრესატს 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები