| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 12 აგვისტო, 2023 |
საქართველოს ისტორიიდან გამქრალი ფურცლები (ამონარიდი კვლევიდან ,,გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვის შესახებ) ,,გრაკლიანის წარწერის“ მითვისების მცდელობა, რა დღიდანაც ამ არქეოლოგიურ არტე-ფაქტს მიწა მოაცილეს და ყველამ იხილა, პერმამენტულად ხორციელდება. რომელი ხალხის ისტორიას არ დაამშვენებს ასეთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა? ... წორედ ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებითაც დავიწყეთ კვლევა და ზემოთ, ქალაქ ქართლოსის განხილვისას, კიდეც გამოვთქვით ჩვენი ზოგადი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი წარწერები (ორი ანბანური და ერთიც იდეოგრამული, ჯერ-ჯერობით,) ქართულია, მაგრამ ,,ურწმუნოთ“ რა გამოლევს ამ ცისქვეშეთში?
ძვ.წ. მე-11 მე-10 საუკუნეების და შემდგომი პერიოდის საქართველოს ისტორია, ვიდრე ფარნავაზამდე, ისე გულდასმით შენიღბეს ვიღაც-ვიღაცეებმა, რომ მხოლოდ ერთი დიდი ,,შავი ლაქა“ დაგვიტოვეს. თუ არ ჩავთვლით ქსენოფონტეს მწირ მონათხრობს კოლხეთზე და კიდევ თითო-ოროლა ისტორიკოსის ცნობებს ასევე მხოლოდ კოლხეთზე.
ეს გასაიდუმლოება, ჩვენ მაშინათვე გვეცა თვალში. მიზეზიც ადვილად დავადგინეთ, ამის შესახებ ზემოთაც გამოვთქვით ჩვენი მოსაზღება, ,,დიდ“ და ,,პატარა“ ძმებს არ სურდათ მათზე უხნესი ისტორია გვქონოდა, მაგრამ, ბერძნულ მითოლოგიას ,,ოქროს საწმისის“ შესახებ რადგან ვერაფერი უყვეს, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის სამეფოს არსებობა აღიარეს, თუმცა აღმოსავლეთში კი იბერიის სახელწიფოს არსებობა კატეგორიულად გამორიცხეს. ამის საბაბიც ადვილად გამონახეს, ,,ცნობები არ მოიპოვებაო“!
აი, ცნობები! თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან: ..მედიამ შვა ეღეის მიერ ძეი სახელით მიდ (შემდგომად ესე მიდ ძეი ეღეისა და მედიასი იქმნა მეფედ მიდისა)“ ( ბატონიშვილის წიგნი გვ. 99);
ახლა კი დავიწყოთ ამ წიგნიდან ისტორიის ამ მონაკვეთის მოკლედ გახსენება, რადგან თეიმურაზ ბატონიშვილის მართლაცდა ,,დიად ნაშრომს“, აქ სრულად ვერ მოვიყვანთ. ეს ყველა ქართველმა თავად უნდა წაიკითხოს.
როცა მედეა გაეყარა იაზონს ის ცოლად გაჯყვა მეფე ეღეის, რომლისაგანაც ეყოლა შვილი მიდ. შემდეგ მედეა ჩავიდა ფინიკიაში, იქიდან კი კოლხეთში. მისი მამა - აიეტი (უტია, ოტია) მამასახლისობიდან გადაყენებული დახვდა, რადგან მას გაუნაწყენდნენ სხვა მამასახლისები და მათ შორის მცხეთის მამასახლისიც, რომელსაც ექვემდებარებოდა აიეტი. მაშასადამე, ,,არგოს“ წასვლის შემდგომად, კოლხეთი, ანუ თეიმურაზ ბატონიშვილის სახელდებით - ქვემო ივერია“ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა.
მედეა ეახლა მცხეთის მამასახლისს, მან დიდი პატივით მიიღო აიეტის ასული და მის შვილს - მიდს, ჯარიც კი მისცა აიეტის ჩამოგდების შემდგომ, მამასახლისად დანიშნული პერსეის გადასაყენებლად, რომელიც განდგომოდა ,,სრულიად საქართველოს“ და ცალკე სამეფოს ჩამოყალიბება განეზრახა.
ჩვენი აზრით, აიეტის გადაყენება კოლხეთის მამასახლისობიდან ალბათ იმიტომ მოხდა, რომ მან იაზონს დაუკითხავად გაატანა ,,ოქროს საწმისი“ (რაღაც ცოდნა) საბერძნეთში, რამაც სრულიად ივერიის მამასახლისები განარისხა ... თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, მედეამ მამამისი დაუძლურებული მოხუცი და ყველასაგან მიტოვებული იხილა.
,,ძესა მედიასსა მიდს, რომელიცა იყო ჭაბუკი ფრიად ძლიერი და გულოვანი, წარგზავნეს კოლხიდად. სცნა ესე პერსეიმ შეიკრიბა მანცა მხედრობაი, იქმნა მათ შორის ბრძოლა რაოდენგზისმე და უკანასკნელ იძლივა პერსეი და მოკლა იგი მიდმა“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. გვ. 99).
ამის შემდგომად აიეტი ისევ აღადგინეს კოლხეთის მამასახლისად და კვლავ გაერთიანდა ზედა (იბერია) და ქვედა (კოლხეთი) ივერია. ხოლო, მიდმა ითხოვა ჯარი, წავიდა აღმოსავლეთით, დაიპყრო კასპიის ზღვის სამხრეთი ნაწილი (თანამედროვე ირანის ტერიტორიის ნაწილი, გილანი, მაზანდარანი) და დააარსა თავისი სახელობის სახელმწიფო მიდია. დიდი ხნის განმავლობაში, სრულიად ივერიაში დაისადგურა მშვიდობამ, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე საუკუნე, ივერიასა და მიდიას შორის სუფევდა ტკბილი მეზობლური ურთიერთობა, მაგრამ ,,წელსა დასაბამითგან სოფლისა ბერძულისა რიცხვთა 4798-სა, რომაელთა რიცხვთა იულიოსისთა 4003, ხოლო ქართულისა ქორონიკონისასა მეათესა მოქცევისასა 106 იქმნა მეფედ მიდთა ზედა არსეი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ 100). აქვე ავტორი წყაროსაც მიუთითებს: ,,მოთხრობად ესე არსეისა და პერსიდისა გამოწერილ არს წიგნისაგან, რომელსა ეწოდების ბიბლიოტეკა მსოფლიოსა ისტორიისა ქმნილი დიოდორ სიცილიელისაგან ტომი 2 წიგნი 2 ფურცელი 213“.
გამოვთვალოთ არსეის მეფობის წელი. მაშასადამე, ჩვენ გვაქვს ცხრა მოქცევა სრულად და მეათის კი 106 წ. ანუ 9 X 532 + 106 = 4894 -ს. თუ ,,დასაბამს“ – 5604 წელს გამოვაკლებთ ამ რიცხვს მივიღებთ 710 წელს. ე.ი. არსეი მიდიის მეფე გამხდარა ძვ.წ. 710 წელს.
არსეის აუმხედრდა წარჩინებული ქვეშევრდომი პერსედი. მას ცოლად ჰყავდა ივერიელი ქალი. ამიტომ იგი ეახლა ივერიელებს და გალაშქრება სთხოვა არსეის წინააღმდეგ, რათა მიდიის მეფეს გადაეწყვიტა ივერიის დაპყრობა. შეკრბა სრულიად ივერთა ჯარი, უსარდლეს პერსედი და მიდიის დასაპყრობლად გაუშვეს. იძლივნენ მიდიელნი, ბრძოლა ივერთა გამარჯვებით დამთავრდა. ,,და მიერთაგან იქმნა მყუდროება და მშვიდობა დიდი სრულიად ივერიასა შინა ვიდრე გამოსვლამდე სკვთთა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ 101).
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ,,ესე მიდიელთა და ქართლოსიანთა ბრძოლა იყო წელსა დასაბამითგან სოფლისა ბერძულითა აღრიცხვითა 4803-სა, ხოლო იულიუსის რიცხვთა 4002, ქართულსა ქორონიკოსა მეათისა მოქცევისასა 111“ (გვ.101). ეს იმას ნიშნავს, რომ ქართლოსიანთა და მიდიელთა ბრძოლა გამართულა არსეის გამეფებიდან მეხუთე წელს ანუ ძვ.წ. 715 წელს.
მაშასადამე, დაწყებული ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან (,,ოქროს საწმისის“ ეპოქა), ვიდრე ძვ.წ. მე-8 საუკუნის ბოლომდე (გამოსვლად სკვითთა), სრულიად ივერია წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ხოლო ,,გრაკლიანის წარწერის“ პერიოდი ძვ.წ. მე-11 საუკუნის ბოლო და მე-10 ს. დასაწყისი ამ დიდი მშვიდობიანობის პერიოდში შეიქმნა, ანუ ამითაც მტკიცდება ამ წარწერის ქართული წარმომავლობა, მიუხედავად კიდევ უფრო დიდი მტკიცებულებისა, მასზე დატანილია ქართლოსის - ქართველების ეთნარქის სახელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვუერთდები აქართველოს დიდ ტკივილს, ღმერთს შევთხოვ მფარველობა არ მოაკლოს შოვში გარდაცვლილთა სულებს, განსაკუთრებით პატარა ანგელოზებისას.
ღმერთო შეგვეწიე! ვუერთდები აქართველოს დიდ ტკივილს, ღმერთს შევთხოვ მფარველობა არ მოაკლოს შოვში გარდაცვლილთა სულებს, განსაკუთრებით პატარა ანგელოზებისას.
ღმერთო შეგვეწიე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|