ქუჩა ნაცნობი,გარიჟრაჟი ისევ ულექსო, გაცვეთილია დღეს პირობა არ შესმენილი, და განუდგება საყვედური იქაც უთქმელსო, რომ განთიადი დარჩებოდა და ქვაცვენილი, წაიღებს წალეკს დროს სიტყვას და უტყვი ბგერები შემასმენეილის ყურამდე რომ უკვე მისული, აიღებ აზრებს მე ფიქრითაც მოგეფერები, თუნდაც ტყე იყოს გარდაქმნილი თითქოს მიწური, რას არ იტყოდა რომ სათქმელი ფიქრით აივსო, და სანუკვარი ჩვენთვის მხოლოდ აწი ბუდეა, მე უცნაური წყობით მოველ,წლები გაისობს, მე სიყვარულის მწვავე ორთქლით გავიგუდეა, სანამ იტირებს სალექსო და აზრი გათბება, სანამდის ხვალით დრო ჟამი და აზრი ეყოფის, რომ სიყვარული მწვერვალივით გადანათთდება, უგვირგვინობის და სიმწარე ასე მეფობის, მე შენი ცეკვა აღარ მახსოვს თმებში გაიბნა და სამყაროა უცხოდ რომე ასე ფარული, და შენი გრძნობა ყანწებიდან თურმე დაიქცა, მე კი ჯერ კიდევ უშენოდ რომ გადამალული, გეტყვი ახალი საყვედური თურმე ბაგეა, და სანუკვარი ბედაური თურმე ნანახი, მე შენი კოცნით რომ თავიდან დავიბადეა, აღარ მეყოფის მე პატარა რომე სამარხი, სანამ საყვედურს გეტყოდე და კოცნა მიშველის, საჩინოს ბოლო სამართლისთვის დიდი ხიდია, და სანუკვარი გამოხედვა ნაძვის გირჩების, ვერავინ იტყვის ; "იმ საღამოს გავიღვიძეა", ქვე არსი ბოლო და სანათი ჩვენი ერთობის, განუდგა ეშმაკს მსახურნი და ერთი ბაგედან, რომ უცნაური ხვედრი თურმე იმის ღმერთობის, არავინ მპოვა და სიტყვისთვის დავიკარგე თან, შეხედე წარსულს და წარსული ჰპოვე ერთისთვის, და საყვარელი ფერებივით ცაში ახედე, რომ სიყვარული გავიმეტე მხოლოდ ღემრთისთვის, და მწვერვალიდან მხოლოდ მისთვის გადმოგახედე, რადგან სიტყვები საჩინოა ნაქები აზრის და მელაკუდა ფიქრებივით ახლო მოსული, მე ვერ ვიპოვე საბოლოო კვანძები ბაწრის, მარყუჟი რომე გაკვანძულა, ბოლო მგოსნური, სამარის კართან დატირებულს ვიტყვი მანამდი, სანამ აზრების გაღიმება შენი ხიბლია, ვერ გამოგყევი დაფიცებულ რომე კარამდი, სადაც იტყოდა და გაფრინდა შენი ნიბლია, ვერავინ მომყვა როს მოსაყოლს,მე მაინც ვბორგავ, საცნობი ფიქრი დღესდღეობით შენი ბუდეა მე სამყაროსთვის შეწირული ფიქრებს რომ ვგორგლავ, ამ სამყაროსთვის სიყვარულით გავიგუდეა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შეფასებისთვის მადლობთ შეფასებისთვის მადლობთ
1. მომეწონა ! საინტერესო რითმიანი ლექსია. მომეწონა ! საინტერესო რითმიანი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|